სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

Placebo თბილისელებს საკუთარი განცხადების გამო ბოდიშს უხდის

Placebo-ს წევრი სტეფან ოლსდალი თბილისელებს საკუთარი განცხადების გამო ბოდიშს უხდის. გიტარისტმა Iნსტაგრამ-ზე გმირთა მოედანზე მყოფი ბეჰემოტის ფოტო გამოაქეყნა და დაწერა, რომ მოუთმენლად ელოდა როდის შეუერთდებოდა ამ ცირკს. თუმცა შემდგომ ეს პოსტი წაშალა და ბოდიშიც მოიხადა.

"როგორც ჩანს, ჩემმა სიტყვებმა და ფოტომ ზოგიერთი ადამიანი გაანაწყენა თბილისში, რომელსაც ცოტა ხნის წინ თავს სტიქია დაატყდა. გულწრფელად ვიხდი ბოდიშს ამის გამო. არ მინდოდა ასე მომხდარიყო და არ ვიცოდი რომ მოვლენებს ასეთი შედეგი მოჰყვა. მოუთმენლად ველოდი, როდის დავუკრავდი თბილისში ჩვენი გულშემატკივრებისთვის, ყველაზე ნეკლებად მათი განაწყენება მინდოდა. გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ ქალაქი ფეხზე დადგომას მალე მოახერხებს და რომ მსხვერპლის რაოდენობა აღარ გაიზრდება", - წერს Placebo-ს წევრი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100