სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"ბატონო პრემიერო, რა საჭიროა იმ სექსუალური ქცევითი გადახრების პროპაგანდა? ჯინაზე?“

სექსოლოგიური კლინიკა "ლიგის" დირექტორი პროფესორი არჩილ ბაქრაძე ლგბტ-დღევანდელ აღლუმთან დაკავშირებით საუბრობს და პრემიერ-მინისტრს ბიძინა ივანიშვილს მიმართავს.

"ბატონო პრემიერო, რა საჭიროა ცენტრალურ პროსპექტზე იმ სექსუალური ქცევითი გადახრების პროპაგანდა, რომელთა გაჩენასაც საკუთარ შვილებში თავად ლგბტ-ელებიც კი არ მიესალმებიან? ჯინაზე? გადამთიელის ავი ზრახვით? კულტურული არის შესაცვლელად? საზოგადოების დასახლეჩად მისი მართვის გაიოლებისათვის? ნუთუ არ შეიძლებოდა ამ აქციის დაგეგმარება ქალაქის განაპირა რაიონში? - ნათქვამია პროფესორის მიმართვის ტესტში.
"მე არა ვარ წინააღმდეგი ამ ადამიანებისა, რომლებსაც აქვთ არჩეული გარკვეული სახის სექსუალური ორიენტირები, მე ვარ წინააღმდეგი პროპაგანდის... რუსთაველზე დღევანდელი აღლუმი საჭიროა თუ არა? მე სოლიდური გადაწყვეტილების მომხრე ვარ. ჰქონდეთ აქცია, მაგრამ არა დედაქალაქის ცენტრალურ ქუჩებში, ანუ რუსთაველზე ამ აქციის ჩატარება არის გამოწვევა, გარკვეული საზოგადოების იმ ნაწილის. ამიტომ უპრიანი იქნებოდა აქციის ნებართვის გაცემა, სხვა უბნებში-სკვერში, პარკში, დღეს რუსთაველის პროსპექტზე აღლუმის გამართვის წინააღმდეგი ვარ. ვინაიდან მათი უფლებები არ დაირღვეს, ჩაატარონ სხვაგან აქცია", - აცხადებს პროფესორი .

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100