სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ეს იყო ძალადობა, არ იყო ძალადობა, ვინ როგორ გამოიყენა... 10 წლის შემდეგ რთული გასარკვევია - ელისო ბოლქვაძე

"როცა 10 წლის შემდეგ ისეთ რაღაცას იტყვი, რასაც ვერ დაამტკიცებ - რთული გასარკვევია, იყო თუ არა ძალადობა და ეს ვინ როგორ გამოიყენა", -ამის შესახებ "ქართული ოცნების" დეპუტატმა ელისო ბოლქვაძემ მსახიობ ნინუცა მაყაშვილის მიმართ ძალადობის თემის კომენტირებისას განაცხადა.

მისივე თქმით, ჰქონდა თუ არა ყოფილი მეუღლის მხრიდან მაყაშვილის მიმართ ძალადობას ადგილი, ეს საკითხი შესასწავლია.

"ძალადობა არის ცალსახად დასაგმობი, მაგრამ ეს იყო ძალადობა, არ იყო ძალადობა, ვინ როგორ გამოიყენა, ეს არის შესასწავლი თემა", – განაცხადა ელისო ბოლქვაძემ.

ცნობისთვის, გადაცემა ,,ფარულ კონვერტში" მსახიობმა ნინუცა მაყაშვილმა განაცხადა, რომ მასზე ყოფილი მეუღლე, ბესო ზანგური ფიზიკურად ძალადობდა.

ბესო ზანგური ძალადობის ფაქტს უარყოფს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100