ივანიშვილის პარტიას კოკა გუნცაძეც შეემატება
კოკა გუნცაძე, რომლმაც საქართველოში არსებული ყველა პოლიტიკური პარტია და კოალიცია მოიარა, ახლა ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური პარტიის წევრობას აპირებს. ბიძინა ივანიშვილთან გამართული შეხვედრის შემდეგ გუნცაძე კომენტარის გაკეთებისგან თავს იკავებს.
გუნცაძე ბოლოს "ქართული პარტიის" გენერალური მდივანი იყო, საიდანაც ირაკლი ოქრუაშვილთან და ეროსი კიწმარიშვილთან დაპირისპირების შემდეგ სკანდალურად წამოვიდა. ეროსი კიწმარიშვილსა და კოკა გუნცაძეს შორის ფიზიკური დაპირისპირებაც კი მოხდა პარტიის ოფისში.
გავრცელებული ინფორმაციით, კოკა გუნცაძეს ბიძინა ივანიშვილთან შესახვედრად რეკომენდაცია სოზარ სუბარმა გაუწია. რაც შეეხება რესპუბლიკელებს, ისინი გუნცაძის პოლიტიკურ პარტიაში გაერთიანების წინააღმდეგი იყვნენ, თუმცა, შეხვედრა გუშინ მაინც შედგა.
კომენტარი