ნეანდერტალელის გენომი
2006 წლის ივლისში, მაკს პლანკის ინსტიტუტმა გერმანიაში და კომპანია 454 Life Sciences-მა აშშ-ში, ნეანდერტალელის გენომის სრული წაკითხვის სამუშაობის დაწყება დააანონსეს. ნეანდერტალელის გენომი ზომით ახლოს დგას თანამედროვე ადამიანის გენომთან. წინასწარი შედეგებიდან ჩანს, რომ ადამიანის და ნეანდერტალელის დნმ იდენტურია 99,5 %-ით. მკვლევარებმა ნეანდერტალელის ნამარხი დნმ ამოიღეს ბარძაყის ძვლიდან, რომელიც 38 000 წლის წინანდელ ნეანდერტალელი მამაკაცის ჩონჩხს ეკუთვნოდა. ჩონჩხი ნაპოვნია ვინდიას გამოქვაბულში, ხორვატიაში. გენომის სეკვენსირებისთვის საჭირო იყო დაახლოებით ნახევარი გრამი ძვალი, თუმცა, პროექტში სირთულეებმა იჩინა თავი - ძვლები დაბინძურებული აღმოჩნდა ბაქტერიებით და იმ ადამიანთა მიერ, რომლებიც გათხრებზე და ლაბორატორიაში ეხებოდნენ მათ. 2009 წლის თებერვალში, გერმანელ გენეტიკოსთა ჯგუფმა, სვანტე პეებოს ხელმძღვანელობით, გაშიფრვის შავ სამუშაოთა (63 %) დასრულება გამოაცხადა. აღმოჩნდა რომ ნეანდერტალელთა გენომში არ იყო გენი „Lct“, რაც ლაქტოზის აუტანლობას იწვევს.
კომენტარი