სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

უძველესი, ნამარხი მცენარეები

თანამედროვე მეცნიერებისათვის ნამარხი მცენარეების რამდენიმე სახეობაა ცნობილი. მათ შორისაა: ასტეროქსილონი, უძველესი ნამარხი მცენარე, რომელიც განეკუთვნება ფსილოფიტებს. მხოხავი ფესვურიდან (ფესვი არ ჰქონდა) ამოსული იყო სწორი, 1 სმ-მდე სისქის საჰაერო ღეროები, რომლებზეც მრავალი წვრილი ფოთოლი ესხა. ყლორტის ცენტრალურ ნაწილს განივკვეთზე ვარსკვლავის ფორმა ჰქონდა. აქედან წარმოდგა მცენარის სახელწოდებაც.

ბენეტიტისნაირნი ნამარხი ხისებრი შიშველთესლოვანი მცენარეების რიგია. ახლოსაა თანამედროვე საგოვანებთან. სახელი დაერქვა ინგლისელი ბოტანიკოსის ჯ. ბენეტის (1801-1876) პატივსაცემად. ბენეტიტისნაირთ ჰქონდათ მარტივი ან დატოტვილი ღერო, ზოგიერთს - კასრისებრი, ფრთისებრი ან მარტივი ფოთლები, უენდოსპერმო ორლებნიანი თესლი და ფოთლის იღლიაში განლაგებული ორსქესიანი ყვავილები.

ბენეტიტისნაირნი, შესაძლოა, პალეოზურის თესლოვანი გვიმრანაირებისაგან წარმოიშვნენ. მაქსიმალურ განვითარებას მიაღწიეს იურულ პერიოდსა და ცარცული პერიოდის პირველ ნახევარში. ფართოდ იყვნენ გავრცელებული მთელ დედამიწაზე. გადაშენდა გვიანდელი ცარცული პერიოდის დასაწყისში. ცნობილია 20-მდე გვარი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100