103 წლის ქალმა კორონავირუსის დამარცხება ცივი ლუდით აღნიშნა
მასაჩუსეტსში კოვიდ-19-ისგან გამოჯანმრთელებულმა 103 წლის ქალმა ვირუსზე გამარჯვება ცივი ლუდით აღნიშნა. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
ჯენი სტენას კორონავირუსის დიაგნოზი აპრილში დაუსვეს და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმე იყო. რამდენიმეკვირიანი მკურნალობის შემდეგ, 8 მაისს 103 წლის ჯენი სტენასთვის ჩატარებული ტესტის პასუხი კი უარყოფითი აღმოჩნდა.
კომენტარი