სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

დიმიტრი ხუნდაძე - „ნაცმოძრაობა წაგებული პოზიციიდან მოქმედებს და ყველაფერზეა წამსვლელი, ეს ხალხმა უნდა იცოდეს“

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დიმიტრი ხუნდაძე არჩევნების მეორე ტურის წინ სიტუაციას აფასებს და აცხადებს, რომ საზოგადოებამ კარგად უნდა გაიაზროს მოსალოდნელი საფრთხეები, რადგან ნაცმოძრაობა წაგებული პოზიციიდან მოქმედებს და ყველაფერზეა წამსვლელი. დეპუტატის აზრით, აუცილებელია ქართველმა ხალხმა მსოფლიოს კიდევ ერთხელ გააგონოს თავისი ხმა:

-„რაც უფრო მცირე დრო რჩება მეორე ტურამდე, მით უფრო აგრესიული ხდება ნაციონალური მოძრაობა. იმდენად არიან წაგებაში დარწმუნებულები, რომ მათ სატელიტ არასამთავრობო ორგანიაციებს უკვე ჭორებით ალაპარაკებენ. ფაქტია, არჩევნების შემდეგ მათი მცდელობა სიტუაციის არევის, რეალურია და ეს უნდა იცოდეს ხალხმა. დესტაბილიაცია უპირველეს ყოვლისა, ნეგატიურად აისახება ქვეყნის ეკონომიკაზე და მოსახლეობის სოციალურ მდგომარეობაზე, რაც მთავარია, ტურიზმზე. ამიტომ აუცილებელია არა მარტო გამარჯვება, არამედ დამაჯერებლი გამარჯვება. ქართველმა ხალხმა მსოფლიოს კიდევ ერთხელ უნდა გააგონოს თავისი ხმა - არა სისხლიან რეჟიმს! დღეს საზოგადოება ბევრად უფრო აქტიურია, ვიდრე თუნდაც მმართველი პარტია. დღეს სწორედ ისინი განსაზღვრავენ ქვეყნის ბედს. 28 ნოემბერს მათ მიერ მიღებული გადაწყვეტილება იქნება ცუდი წარსულის საბოლოო დასასრული და კიდევ ერთი შანსის მიცემა დღევანდელი ხელისუფლებისთვის“,- განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100