სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მსოფლიოში ყველაზე სიმპათიური დამნაშავე ცოლს გაშორდა და ახალი გოგო ჰყავს, რომელიც მილიონერის ქალიშვილია

მსოფლიოში ყველაზე სიმპათიური დამნაშავე ჯერემი მიქსი, რომელიც ამჟამად ცნობილი მოდელია, ცოლს, მელისას ოფიციალურად გაშორდა. ამის შემდეგ ის პაპარაცებმა თურქეთში დააფიქსირეს სხვა გოგოსთან ერთად. წყვილი საკმაოდ მჭიდრო კონტაქტში იყვნენ ერთმანეთთან, როგორც ჩანს, ჯერემი ახლა ამ გოგონას ხვდება.

აღმოჩნდა, რომ ეს გოგონა მოდის იმპერიის Topshop-ის დამფუძნებლის, მილიონერ გრინის ქალიშვილია.

როგორც ჟურნალისტებთან საუბარში მელისა მიქსი აცხადებს, ჯერ კიდევ არ იცის, როგორ აუხნას შვილებს ჯერემისა და თავისი განქორწინების ამბავი. ის ამბობს, რომ დაშორების მიზეზი ქმრის ღალატი გახდა, რის პატიებასაც ცდილობდა, თუმცა საბოლოოდ მაინც ჯერემიმ მოინდომა ოჯახის დანგრევა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100