სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მუხუდო ფრანგულად

მასალა:

500 გრამი საღი მუხუდოს მარცვალი

12 თავი პატარა ზომის ხახვი

2-3 სუფრის კოვზი კარაქი

1 არასრული ჩაის კოვზი ფქვილი

მარილი

ცოტა შაქარი

დაჭრილი ოხრახუში

გასუფთავებული ხახვის თავები მოვშუშოთ კარაქის ნახევარში, დავამატოთ ცოტა წყალი. შემდეგ დავამატოთ მუხუდო და ვშუშოთ 10 წუთის განმავლობაში. შემდეგ დავამატოთ ფქვილი და ყველაფერი კარგად გადავურიოთ. ბოლოს დავამატოთ მარილი, შაქარი და წამოვადუღოთ ნელ ცეცხლზე. მოვაყაროთ ოხრახუში, დავუმატოთ კარაქი და სუფრაზე მაშინვე მივიტანოთ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100