სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ბაჩო ახალაია პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით მიმართავს

ბაჩო ახალაია პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით მიმართავს-ამის შესახებ განცხადება თავდაცვისა და შს ყოფილი მინისტრის საკანში მონახულების შემდეგ მისმა ადვოკატებმა გააკეთეს.

გოგა ონიანის განცხადენით ბაჩო ახალაიასთან კონსულტაციების შემდეგ გადაწყდა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი მიხეილ სააკაშვილს შეწყალების თხოვნით მიმართავს. საუბარია ე.წ. ციხის ბუნტის საქმეზე, სადაც ახალაიას 3 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ე.წ. სპეცრაზმელების საქმეზე ახალაია სასამართლომ გაამართლა. მას გამოძიება კიდევ ერთ ეპიზოდს ედავება. ახალაიას ბრალი გირგვლიანის საქმეზე აქვს წაყენებული.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100