სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

სეზონის მთავარი კითხვა - შეიძლება თუ არა ორსულთათვის მარწყვის მირთმევა?

ქალებისთვის, რომლებიც დედობისთვის ემზადებიან, სეზონის აქტუალური კითხვაა, შეიძლება თუ არა მათთვის მარწყვის მირთმევა. ცხოვრების ამ ყველაზე მნიშვნელოვან პერიოდში ისინი ცდილობენ ორგანიზმი ნაკლებად დატვირთონ არასასურველი საკვებით, მეტად დაისვენონ, სუფთა ჰაერზე ისეირნონ და ემოციები მოთოკონ. მათ მშვენივრად იციან, რომ კარგი კვება ბევრ საკვებს სულაც არ ნიშნავს, აქ მნიშვნელოვანია საკვების ხარისხი და არა რაოდენობა.

ორსულის რაციონი უნდა შედგებოდეს ვიტამინებით გამდიდრებული პროდუქტებისაგან, როგორებიცაა ბოსტნეული, ხილი, კენკრა - მარწყვის ჩათვლით. არსებობს მოსაზრება, რომ მარწყვი ორსულის ორგანიზმისთვის კარგი არ არის, თუმცა მასში შემავალი ვიტამინები და მინერალები ძალიან სასარგებლოა. ის გამდიდრებულია ფოლიუმით, კალცით, ვიტამინებით С, А, В, Е და ასე შემდეგ. მარწყვი აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, კარგი არის გულისთვის, არეგულირებს წნევას და წმენდ ორგანიზმს მავნე ნივთიერებებისგან.

მეორეს მხრივ, მარწყვი ალერგიულია და თუ მომავალ დედას მასზე ალერგია აქვს, ეს ბავშვსაც ვნებს. სწორედ ამის გამო ექიმები ორსულებს არ ურჩევენ მის მირთმევას. განსაკუთრებით, თუ ქალს ალერგიული ფონი აღენიშნება, ამ დროს მარწყვის ჭამა საერთოდ იკრძალება. გარდა ამისა, ის ტონუსის მომატებასაც უწყობს ხელს. თუ ორსულს ტონუსის პრობლემა არ აწუხებს და ალერგიულიც არ არის, მარწყვის მირთმევა შეზღუდულად, თუმცა მაინც შეუძლია.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100