"კარგად მესმის ის პრობლემები, რომელიც თითოეულ მათგანს აწუხებს"
"სამტრედიაში შევხვდი ადგილობრივ მოსახლეობას. კარგად მესმის ის პრობლემები, რომელიც თითოეულ მათგანს აწუხებს ყოველდღიურად. ჩემი გადაწყვეტილება, შევერთებოდი პოლიტიკურ ბრძოლას სწორედ ამ სიტუაციით არის განპირობებული. მე ძალიან მაწუხებს ადამიანების გაუარესებული მდგომარეობა და ამიტომ ვაპირებ, ჩვენი გუნდის სხვა ღირსეულ წევრებთან ერთად, ბოლომდე ვიბრძოლო ამ სიტუაციის შესაცვლელად და საქართველოში სწრაფი განვითარების და წინსვლის დასაბრუნებლად. ამდენი წელი, ერთად იმისათვის არ გვიშრომია, რომ დღეს ეს მონაპოვარი დავკარგოთ." - წერს სანდრა რულოვსი მორიგი წინასაარჩევნო შეხვედრის შემდეგ.
კომენტარი