სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან - სოციალური მუშაკები მოთხოვნების შესრულებას ითხოვენ

სოციალური მომსახურების სააგენტო დღეიდან პარალიზებულია - მიზეზი სააგენტოს თანამშრომლების გაფიცვაა.

სამსახურებში გასვლის ნაცვლად სოციალური მუშაკები დილიდან მთავრობის ადმინისტრაციასთან იკრიბებიან. თბილისის გარდა სოციალური მუშაკები სამსახურში გასვლაზე უარს ამბობენ ქუთაისში, რუსთავში, ბათუმსა და ზუგდიდში.

გაფიცული სოციალური მუშაკების მთავარი მოთხოვნა შრომითი პირობების გაუმჯობესებაა. სოციალური მუშაკები ასევე ითხოვენ, ხელისუფლებამ ისინი იმ საჭიროებებით უზრუნველყონ, რაც ბენეფიციარებისთვის მომსახურების გასაწევად აუცილებელია. მათი თქმით, სხვა დანარჩენ პრობლემებთან ერთად, ერთ-ერთ მთავარ პრობლემას ტრანსპორტირებით უზრუნველყოფის არ არსებობა წარმოადგენს.

სოციალურ მუშაკებს ​22 პუნქტიანი მოთხოვნა აქვთ, რომელთა შესრულების ნებაც მათი თქმით, ხელისუფლებას არ აღმოაჩნდა. სწორედ ამიტომ მათ საპროტესტო აქციების გზას მიმართა.

"ჩვენი გაფიცვა და ჩვენი პრობლემებიო, იმ ადამიანების პრობლემები, ბავშვების, ძალადობის მსხვერპლი ქალების, შშმ პირები, რომლებიც დგანან სოციალური მუშაკების უკან და რომელთა ხმითაც საუბრობენ დღეს აქ სოციალური მუშაკები, მათი პრობლემები გახდეს ხილვადი" - აცხადებს სოციალური მუშაკი ქეთი ხუციშვილი.

სოციალური მუშაკები ამბობენ, რომ მათ ჯანდაცვის სამინისტროსგან ვერ მიიღეს მხარდაჭერა, რათა მათი მოთხოვნების ნაწილი მაინც მოგვარებულიყო.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100