სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

დავით მათიკაშვილი - „ნაციონალური მოძრაობის“ სურვილია პროცესები ერთგვარი რევოლუციური სცენარით წარმართონ

„ნაციონალური მოძრაობის სურვილია დესტაბილიზაცია და დესტრუქცია შეიტანოს საარჩევნო პროცესში, წარმართონ პროცესები ერთგვარი რევოლუციური სცენარით” - აცხადებს უმრავლესობის წევრი დავით მათიკაშვილი.

„მიმდინარე პროცესებს აშკარად ეტყობა „ნაციონალური მოძრაობის“ კვალი. მათი ხელწერაა ძალადობა, თუმცა ვერც ძალადობით და ვერც ნებით ისინი ვერ დაბრუნდებიან ხელისუფლებაში. ნებით იმიტომ, რომ ქართველი ამომრჩეველი მათ ხმას აღარასდროს აღარ მისცემს, ხოლო ყველა ქმედების მიმართ, რომელიც კანონის ფარგლებიდან იქნება გასული - შესაბამისი ზომები გატარდება” - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

მისი თქმით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მთელი თავისი რესურსით, დადგმული სპექტაკლებით და საზოგადოების ფსიქიკაზე ზეწოლით ვერ შეძლო თავისთვის სასურველი შედეგის მიღება.
„მოვუწოდებ შესაბამის უწყებებს, რომ მხედველობის არეალიდან არ გამორჩეთ ქმედებები, რომელიც სამართლებრივი ფარგლებიდან არის გასული ან რომელიც მომავალში გასცდება კანონის ფარგლებს. საქართველო აუცილებლად აირჩევს ღირსეულ პრეზიდენტს და ჩვენი ევროპული გზა სალომე ზურაბიშვილთან ერთად იქნება უფრო წარმატებული და უფრო ადვილად გასავლელი ჩვენი თანამოქალაქეებისათვის“ - აცხადებს მათიკაშვილი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100