სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ხმაური და დაპირისპირება თელავში - "ოცნებამ" ენმ-ის ლიდერებს საჯარო მოხელეები ისევ მიუგზავნა

ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება თელავში - "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერების მიერ საინფორმაციო ბუკლეტების დარიგებას, სადაც მოქალაქეებს 3 ივლისს დაგეგმილ აქციაზე ეპატიჟებიან, "ქართული ოცნების" წევრების გაღიზიანება მოჰყვა.

საკრებულოს დეპუტატების ნაწილი, რომლებიც თვითმმართველობას მსგავსი შეხვედრების ჩასაშლელად ჰყავს მობილიზებული, ოპოზიციონერებს ქუჩაში დაახვედრეს.

მხარეებს შორის დაპირისპირების დროს ოპოზიციამ მმართველი ძალა ქვეყანაში შექმნილ კრიზისსა და პოლარიზაციაში დაადანაშაულა.

შეგახსენებთ, მმართველი გუნდის პარტაქტივი და მხარდამჭერები უკვე რამდენიმე დღეა დედაქალაქსა და რეგიონებში კამპანიის "შინ ევროპისკენ" ჩაშლას ცდილობენ. სამოქალაქო აქტივისტებს, სტუდენტებსა და პოლიტიკოსებს, რომლებიც მოსახლეობას ევროკავშირში ინტეგრაციის მნიშვნელობაზე ესაუბრებიან, "ოცნების" წარმომადგენლები სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებენ და პროვოკაციების მოწყობას ცდილობენ. ისინი გუშინ თბილისში რამდენიმე სტუდენტს ფიზიკურადაც დაუპირისპირდნენ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100