სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რეჟისორი სანდრო მრევლიშვილი გარდაიცვალა - ამ ტრაგიკული ამბიდან 10 წუთში, მის მეუღლეს გულის შეტევა დაემართა და დაიღუპა

78 წლის ასაკ­ში გარ­და­იც­ვა­ლა ქარ­თვე­ლი რე­ჟი­სო­რი, დრა­მა­ტურ­გი, თე­ატ­რა­ლუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტის პრო­ფე­სო­რი, სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხალ­ხო არ­ტის­ტი სან­დრო მრევ­ლიშ­ვი­ლი. ამ ტრა­გი­კულ ამ­ბავს, რე­ჟი­სო­რის გარ­დაც­ვა­ლე­ბი­დან რამ­დე­ნი­მე წუთ­ში მე­ო­რე უბე­დუ­რე­ბა მოჰ­ყვა - გუ­ლის შე­ტე­ვით სან­დრო მრევ­ლიშ­ვი­ლის მე­უღ­ლე, მა­ნა­ნა ჭე­ლი­ძე გარ­და­იც­ვა­ლა.

სან­დრო მრევ­ლიშ­ვი­ლის მიერ და­არ­სე­ბუ­ლი თე­ატ­რის "რუს­თა­ვე­ლის 19"-ის მსა­ხი­ო­ბი სოფო მეძ­მა­რი­აშ­ვი­ლი ემო­ცი­უ­რი პოს­ტით ემ­შვი­დო­ბე­ბა მას­წავ­ლე­ბელ­სა და მის მე­უღ­ლეს:

"მინ­და სევ­დი­ა­ნი მაგ­რამ სა­ო­ცა­რი ის­ტო­რია მო­გიყ­ვეთ სიყ­ვა­რულ­ზე... ალ­ბათ წიგნ­ში თუ წა­გი­კი­თხავთ ან ფილმში გი­ნა­ხავთ მსგავ­სი სიყ­ვა­რუ­ლი, სიყ­ვა­რუ­ლი, რო­მე­ლიც გა­ცო­ცხლებს და გკლავს, გრძნო­ბა, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან მდი­და­რია ემო­ცი­ე­ბით და გრძნო­ბა, რო­მე­ლიც ყვე­ლას არ შე­უძ­ლია, მი­თუ­მე­ტეს ისე, რო­გორც ეს ქალ­ბა­ტონ­მა მა­ნა­ნამ შეძ­ლო! სულ ამ­ბობ­და სან­დროს გა­რე­შე ვერ ვი­ცო­ცხლე­ბო, ხოდა ვერ იცო­ცხლა!!! 10 წუ­თიც ვერ გაძ­ლო... დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ ახლა ისევ ერ­თად ხართ, ისევ ისე გიყ­ვართ ერ­თმა­ნე­თი! მიყ­ვარ­ხართ მე თქვენ!"

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100