სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ყველაზე მნიშვნელოვანი ხელსაწყო ასტრონომიაში

არსებობს სამი ტიპის ტელესკოპი: ლინზიანი (რეფრაქტორები), სარკიანი (რეფლექტორები) და სარკიან-ლინზიანი სისტემები. იყენებენ ნიუტონისეული, კასეგრენისეული, ნესმითისეული და რიჩი-კრეტიანია ოპტიკური სისტემის მქონე რეფლექტორებს (უკანასკნელი ყველაზე გავრცელებულია), სარკიან-ლინზიანი სისტემის შმიდტისა და მაქსუტოვის ტიპის ტელესკოპებს.

ყველასთვის ცნობილია, რომ ასტრონომიის უმნიშვნელოვანესი ხელსაწყო, უმთავრესი იარაღი ტელესკოპია, თუმცა ყველამ როდის იცის, რა უპირატესობა აქვს მას შეუიარაღებელ თვალთან შედარებით. ფიქრობენ, რომ ტელესკოპის უმთავრესი დანიშნულება ციურ მნათობთა გამოსახულების გადიდებაა. სინამდვილეში, ტელესკოპის სიმძლავრე მარტო გამოსახულების გადიდების მიხედვით კი არ განისაზღვრება, არამედ დასამზერი ობიექტის რაც შეიძლება მეტი გამოსხივების შეკრების უნარითაც. ამას განაპირობებს მისი ობიექტივის დიამეტრი. რაც მეტია მისი ფართობი, ე.ი. დიდია სინათლის რაოდენობაც, რომელსაც ობიექტივი კრებს და ამიტომ მეტი ვარსკვლავის დანახვა შეგვიძლია.

ტელესკოპით ისეთ ვარსკვლავებსაც დავინახავთ, რომლებსაც სუსტი ნათების გამო, შეუიარაღებელი თვალით საერთოდ ვერ ვამჩნევთ. ციურ სხეულებზე ხანგრძლივი დროით დაკვირვებისათვის, ტელესკოპს სპეციალურ მბრუნავ სადგომზე ამაგრებენ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100