ისარგებლეთ საუკეთესო შეთავაზებით „თეგეტა მოტორსში“ და შეიძინეთ ზაფხულის საბურავები 59 ლარიდან
„თეგეტა მოტორსი“ ერთგულ მომხმარებელს სთავაზობს საგაზაფხულო აქციას „იზრუნე ავტომობილზე #გაიმარტივემგზავრობა“. აქციის ფარგლებში თქვენ შეგიძლიათ შეიძინოთ ზაფხულის საბურავები 59 ლარიდან, ისარგებლოთ უფასო მონტაჟი-ბალანსირების სერვისით და დაიბრუნოთ 30%-მდე გარანტირებული თანხა ქულების სახით „თეგეტა ქარდზე“. შეთავაზება მოქმედებს როგორც ნაღდი ანგარიშსწორების, ასევე 0%-იანი განვადებით შეძენისას. აქციის დასრულებამდე დარჩა მხოლოდ 4 დღე.
იმისათვის რომ არ დავაზიანოთ ზამთრის სეზონისათვის განკუთვნილი საბურავი, აუცილებელია მისი დროული შეცვლა ზაფხულის საბურავით. როდესაც ტემპერატურა +7 გრადუსს აღემატება, რეკომენდირებულია ზაფხულის სეზონისათვის განკუთვნილი საბურავის გამოყენება თქვენი უსაფრთხო გადაადგილებისთვის. არასეზონური საბურავის გამოყენებისას იგი ვერ უზრუნველყოფს ავტომობილის დროულ დამუხრუჭებას, რაც ზრდის ავტო საგზაო შემთხვევის რისკს. ასევე მცირდება მისი ექსპლუატაციის ვადა. სწორედ ამიტომ „თეგეტა მოტორსი“ გთავაზობთ საუკეთესო ფასს ზაფხულის საბურავებზე და თქვენი კუთვნილი ზამთრის საბურავების შენახვის სერვისს, რაც გულისხმობს არასეზონური საბურავების შენახვას ყველა სტანდარტის დაცვით მომდევნო სეზონამდე.
„თეგეტა მოტორსი“ უკვე 22 წელია მოღვაწეობს ქართულ ბაზარზე და ავტოინდუსტრიაში მუდმივად ინარჩუნებს ლიდერის პოზიციას. „თეგეტა მოტორსი“ არის მსოფლიოში წამყვანი 300-ზე მეტი ბრენდის უმსხვილესი იმპორტიორი საქართველოში, როგორებიც გახლავთ: Bridgestone, Michelin, Riken, Falken, Varta, Exide, Shell, Motul, Fuchs-titan, Meguin, Hengst, ZF Parts, Lemforder, Sachs, Philips, Bosch, Febi, Federal Mogul და სხვა ბრენდების მიერ წარმოებული უმაღლესი ხარისხის პროდუქციის: საბურავების, ზეთების, აკუმულატორების და ავტომობილების სათადარიგო ნაწილების მიმართულებით.
კომენტარი