სოსო ცინცაძე: ,,ბომჟებით’’ რევოლუციას ვერ მოახდენ
მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაში დაწყებულ დიდ საპრტესტო ტალღას, ვეღარც ძალოვანი სტრუქტურები და ვეღარც წყლის ჭავლი აჩერებს. არაბული სახელმწიფოების მსგავსად, საპროტესტო ტალღა მოედო ირანს, იტალიასა და საბერძნეთს. მმართველებმა საპროტესტო ტალღის შესაჩერებლად ახალი სტრატეგია შეიმუშავეს. თურქმენეთისა და საუდის არაბეთის ხელისუფლებამ გადაწყვიტა, ბიუჯეტიდან მილიონობით ევრო გამოყოს და მოსახლეობას დაურიგოს. ამის მთავარი მიზეზი ამ ქვეყნებში მოსალოდნელი საპროტესტო აქციებია, რომელიც ქვეყნებს რეალურად ემუქრებათ.
ვერსიაა, თუ რეალობა არავინ
იცის, თუმცა
ამ დრომდე
არაბულ სამყაროში
მასობრივ აქციებს,
საზოგადოების პროტესტს
უკავშირებენ, რომელიც
მძიმე სოციალურმა ფონმა გამოიწვია.
ექსპერტები აღნიშნავენ, რომ პრევენციისთვის, სწორი მიდგომა
შეუმუშავეს საუდის
არაბეთისა და
თუქმენეთის ლიდერებმა.
ერ–რიადმა
37 მილიარდი დოლარის
ღირებულების გეგმა
შეიმუშავა, რომლის
მიზანიც, რეჟიმის
წინააღმდეგ შესაძლო
გამოსვლების დაბლოკვაა.
ლიბია შეშფოთებას იწვევს, მაგრამ არა
შიშს. იმისთვის,
რომ შიში
აღარ გვქონდეს,
საჭიროა ბიუჯეტში
რამდენიმე ათეული
მილიონის ყოფნაზე
უარი ვთქვათ–
აცხადებენ საუდის
არაბეთის მთავრობაში.
გადაწყვეტილების მიზეზის ახსნა კი ამგვარია: თუკი ლიბიაში ნავთობის მოპოვება მთლიანად შეწყდება, ამ შემთხვევაშიც კი არ შეიძლება ვისაუბროთ ევროპისთვის სანავთობე დარტყმის შესახებ. თუმცა ასეთი „დარტყმა“ იქნება, თუკი ჩრდილოეთ აფრიკის მოვლენები საუდის არაბეთზე გავრცელდება, რომელიც რუსეთის შემდეგ მსოფლიოში ნავთობის ნომერ მეორე მწარმოებელია. კატასტროფული სცენარის ბიძგი შესაძლოა გახდეს „ინფექციის“ გავრცელება საუდის არაბეთზე ან თეირანში ვითარების ხელახლა გამწვავება. ამიტომ 37 მილიარდი სუბსიდიებისა და პრემიების სახით გადანაწილდება მოქალაქეებზე.
ეს ყველაფერი იმისთვის კეთდება, რათა რეჟიმის წინააღმდეგ შესაძლო პროტესტი ჩანასახშივე დაიბლოკოს. ,,დრონი.ჯი’’ დაინტერესდა, რამდენად ეფექტური იქნება საუდის არაბეთისა და თურქმენეთის გეგმა? შესაძლებელია თუ არა, მხოლოდ 37 მილიონით იყიდო მშვიდობა ქვეყანაში? საერთაშორისო ექსპერტი და პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე აღნიშნავს, რომ მშვიდობის ყიდვა ფულით, მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ ეს თანხა სოციალური ფონის მნიშვნელოვნად გაუმჯობესებას ემსახურება:
,,ამგვარი ქმედება გამოიწვევს საპროტესტო მუხტის შემცირებას. თუმცა არა მგონია, საუდის არაბეთს ისე უჭირდეს, რომ მშვიდობის ყიდვას ფულით აპირებდეს. საუდის არაბეთში ადგილობრივი მოსახლეობაა, ბედუინები და ტომები არ მგონია, რომ ისეთ დღეში იყვნენ, რომ პრემიებზე იყვნენ დამოკიდებული. მაგრამ ის, რომ მოსალოდნელი, თუნდაც მცირე საპტოტესტო ტალღისგან ეს დაიცავს ქვეყანას, რა თქმა უნდა ამაში ეჭვი არავის ეპარება’’.
ცინცაძის აზრით, თურქმენეთმა და არაბეთმა მილიონის ნაცვლად, მილიარდები რომ გამოყოს, არც ის იქნება გასაკვირი, ვინაიდან ყველაზე დიდ შემოსავალს ქვეყანას აძლევს სტაბილური გარემო და მშვიდობა: ,, ყველა ქვეყანაშია გაჭირვებული ადამიანი, ამიტომ მათთვის დამატებითი შემოსავალი არაფრისგან, მხოლოდ მთავრობის მიმართ კეთილდამოკიდებულებას გამოიწვევს. იმ ადამიანს, კი ვისაც ოჯახის ბიუჯეტი სავსე აქვს, აქციაზე ვერავინ ვერ გამოიყვანს’’– აცხადებს ექსპერტი.
საქართველოში პირიქით ხდება. აქ ოპოზიციური სპექტრი არეულობასა და საპროტესტო აქციებში იხდის ფულს. ამის მაგალითი რუსთაველზე გაშლილ კარვებსა და საკნებში მოთავსებული ადამიანებისთვის გადახდილი ფულია.
სოსო ცინცაძე ამბობს, რომ აქციებზე გამოსაყვანად ხალხისთვის ფულის გადახდა სკანდალია, რომელსაც არცერთი ქვეყანა არ დაუშვებს.
,,დრონი.ჯი’’: - შესაძლებელია მრავალათასიანი მიტინგი გამართო მოსყიდული ხალხით?
სოსო ცინცაძე: - არ მგონია, ეს შესაძლებელი იყოს, ვინაიდან ამდენი ფული არავის აქვს, გარდა ამისა, საქართველოში არაფერი იმალება და შესაძლოა, საერთაშორისო სკანდალი მოჰყვეს ასეთ ქმედებას. მაგალითისთვის ავიღოთ: თუ ათ ადამიანს საქართველოში მისცემ ფულს აქციაზე გამოსასვლელად, ათიდან, ცხრა ეტყვის ახლობლებს, მეგობრებს და ოჯახის წევრებს ამას. მეორე დღეს, ეს ყველაფერი ნახევარ საქართველოს ეცოდინება, მესამე დღეს, სრულიად ქვეყანა გაიგებს ამ ფაქტის შესახებ, ხოლო ერთ კვირაში მთელი მსოფლიო იქნება საქმის კურსში. ამიტომ, საქართველოში აქცია იყიდო – ეს გამორიცხულია. ამის მაგალითი იყო 2009 წლის აპრილის მოვლენების დრო, გალიებში, რომ ჩასვეს ხალხი.
მე ვიცოდი ერთი,,ბომჟი’’, აზერბაიჯანელი, რომელიც ჩემი სამსახურის წინ ზის ხოლმე. სწორედ აქციების დროს, იმ გალიაში დავინახე, გვერდით არაყი ჰქონდა. ვიცი, რომ მას უხდიდნენ თანხას. რა თქმა უნდა ასეთი ხალხის გაყვანა აქციაზე, ფულის გადახდით შესაძლებელია.
მაგრამ მხოლოდ
,,ბომჟებით’’ რევოლუციას ვერ მოახდენ
და არეულობებსაც ვერ წამოიწყებ.
როგორც
გაირკვა,
ქვეყანში
ფულით
იყიდო
სიმშვიდე
– შესაძლებელია,
ხოლო
არეულობის
მოწყობა
არა.
რამდენად
შესაძლებელი
იქნება
ეს
თურქმენეთისა
და
საუდის
არაბეთისთვის,
რეალურად
ამას
მხოლოდ
დრო
და
ამ
დროში
განვითარებული
პროცესები
გვიჩვენებს.
კომენტარი