სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

როგორ ვიშოპინგოთ უსაფრთხოდ ონლაინ

დღეს იშვიათად თუ მოიძებნება ინტერნეტის აქტიური მომხმარებელი, რომელსაც არასდროს უყიდია ან არ გადაუხდია ონლაინ. ამ გზით შეკვეთილი სამოსი, ავეჯი, წამალი, საკვები, სათამაშო თუ სხვა ნივთი, ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილი გახდა. თუმცა, აუცილებელია, გავითვალისწინოთ რჩევები, რომლებიც ონლაინ შოპინგის პროცესს უსაფრთხოს და დაცულს გახდის და კიბერთაღლითობის შემთხვევებისგან დაგვიცავს:

· ვებგვერდზე ბარათის მონაცემების შეყვანამდე, აუცილებლად დააკვირდით და შეამოწმეთ მისამართის სისწორე და გვერდის დაცულობა. დაცული გვერდები იწყება არა http-, არამედ https-ით. დაცულ გვერდს ბრაუზერში ბოქლომის ნიშანი აქვს. ის აჩვენებს, რომ თქვენ საქმეს იჭერთ პასუხისმგებლიან გამყიდველთან და თქვენი მონაცემები დაშიფრული იქნება.

· არ დაიმახსოვროთ ბარათის მონაცემების ნაკლებად სანდო ვებგვერდზე.

· თუკი ონლაინ ვაჭრობასთან ან სხვა ფინანსურ ოპერაციებთან ბარათით ხშირი შეხება გიწევთ, უმჯობესია საამისოდ გამოყოთ ერთი ბარათი, სპეციალურად ინტერნეტში გამოსაყენებლად. ამ ბარათზე ნუ გააჩეროთ მოცულობით თანხას. თანხა ბარათზე მობაილბანკით, უშუალოდ ინტერნეტშესყიდვის წინ გადაიტანეთ.

· არ დააყენოთ ყველა ვებგვერდზე, სადაც ინტერნეტით შოპინგობთ, ერთნაირი და მარტივი პაროლი იმ იმედით, რომ ის არავის დააინტერესებს. ეცადეთ, მასში არა მხოლოდ ასოები, ციფრებიც გაურიოთ.

· გახსოვდეთ, რომ ინტერნეტში ყიდვა უფრო უსაფრთხოა PayPal-ის ან Apple pay საფულეებით, რადგან ბარათს ერთხელ ამ საფულეში დაამატებთ, ხოლო შემდეგ გადახდისას არ დაგჭირდებათ საიტზე მისი მონაცემების მითითება.

· კარგი იქნება SMS შეტყობინებას ჩართავთ და თქვენი ბარათიდან განხორციელებულ ნებისმიერ ტრანზაქციაზე მიიღებთ ინფორმაციას.

ყურადღებისა და სიფხიზლის განცდა კიბერთაღლითებისგან უფრო დაცულს გაგხდით. ბარათის მთავარი კონცეფციაც ხომ, თქვენთვის კომფორტის შექმნა და ცხოვრების გამარტივებაა და არა, პირიქით.

წყარო: ფინანსური განათლების პლატფორმა, ედუფინი

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100