სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მსოფლიოში ყველაზე ხნიერი ცხოველი, რომელიც 8 მეფეს და 50 პრემიერს მოესწრო

მსოფლიოში ყველაზე ხნიერ ცხოველად 178 წლის კუ - ჯონათანი აღიარეს. ჯონათანი წმინდა ელენეს კუნძულზე ცხოვრობს, პირველი ფოტო კი მას სრულიად შემთხვევით გადაუღო ფოტოგრაფმა ინსმა 1900 წელს - ინგლისელებსა და ბურებს შორის მიმდინარე ომის დროს.

ხანდაზმულობის მიუხედავად, ჯონათანი ენერგიითა სავსე, უყვარს, როცა მის პერსონას განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევენ, მიირთმევს ბალახს პლანტაციაში და, თქვენ წარმოიდგინეთ, ზოგჯერ ახალგაზრდა „თანამოძმეებს“ - ფრედერიკს, ემასა და მირტლსაც ეკურკურება.

დაუჯერებლად ჟღერს, მაგრამ ფაქტუა, რომ ჯონათანი 8 ბრიტანელ მონარქსა და 50 პრემიერ-მინისტრს მოესწრო.

ცნობისთვის: ჯონათანამდე პლანეტის ყველაზე ხნიერ კუდ ჰარიეტა ითვლებოდა, რომელიც 2005 წელს, გალაპაგის კუნძულებზე, 175 წლის ასაკში მოკვდა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100