სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

წლინახევრის ბავშვი, რომელმაც თავი გადაირჩინა: მან გველს თავი მოაჭამა

ისრაელში წლინახევრის ბავშვმა თავი აშკარა სასიკვდილო საფრთხისგან სრულიად გაუაზრებელი და ბავშვებისთვის დამახასიათებელი მოქმედებით იხსნა: მან გველს თავი მოაჭამა.

ქვეწარმავალი ბავშვს, სავარაუდოდ, ღამით მიეპარა და პირში უძვრებოდა, როცა მას საბავშვო საწოლში ეძინა. დედამ ის დილით იპოვა, ჯერ კიდევ მძინარი და 35 სმ სიგრძის გველით პირში. დედას ბავშვი გარდაცვლილი ეგონა და ყვირილი ატეხა, რის შემდეგაც მეზობელმა მოირბინა და ბავშვს პირიდან ქვეწარმავალი ამოაცალა. მხოლოდ მოგვიანებით გაიხსენეს, რომ მკვდარ გველს თავი სანახევროდ წაჭმული ჰქონდა.

ამიადა გადირა სასწრაფოდ გადაიყვანეს საავადმყოფოში, თუმცა, ვერც სახეზე, ვერც პირის ღრუში და ვერც სხეულის სხვა ნაწილებზე ბავშვს გველის ნაკბენი ვერ აღმოუჩინეს. როგორც ექიმებმა დაასკვნეს, ბავშვი სწორედ იმიტომ გადარჩა, რომ გველს, სრულიად გაუაზრებლად, თავი წააჭამა...

ამიადას ადგილობრივები გმირს უწოდებენ და მის საქციელს მითიურ ჰერაკლეს გმირობასაც ადარებენ, როცა მან, ჯერ კიდევ აკვანში მყოფმა, ჰერას მიერ გამოგზავნილი ორი გველი მოაშთო.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100