როდის გაასამართლებენ 17 მაისის მოვლენებში ბრალდებულ მამაოებს?
2 სასულიერო პირის პროცესი 15 ივლისს დაინიშნა. დღეს იყო წინასასამართლო სხდომა, რომელზეც თარიღი დანიშნეს, როდის უნდა დაიწყოს საქმის არსებითი განხილვა, დაარღვია თუ არა სამღვდელოებამ კანონი 17 მაისს - მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა დაკმაყოფილა. გამოძიებამ პროცესის დანიშვნა ივლისში მოითხოვა, მანამდე კი თქვა, რომ მასალებს უნდა გაეცნოს.
17 მაისს
მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით სამების ტაძრის არქიმანდრიტ მამა ანთიმოზ
ბიჩინაშვილსა და იოანე-თორნიკე ერისთავის სახელობის დედათა მონასტრის იღუმენ მამა
იოთამ ბასილაიას შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბრალი 23 მაისს წაუყენა.
გამოძიება შეკრების ან მანიფესტაციის უფლების ხელყოფის, უკანონოდ და ძალადობით
ხელის შეშლის ფაქტზე მიმდინარეობს. შესაბამისი მუხლი შეკრებისა და მანიფესტაციების
ან მისი მონაწილეებისთვის უკანონოდ ხელის შეშლას გულისხმობს და ჯარიმას, ერთი წლის
ვადით გამოსასწორებელ სამუშაოს ან ორი წლით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
კომენტარი