"ძალიან მძიმე მოწოდება მინდა გავაკეთო, მიჭირს ამ მოწოდების გაკეთება..." - ამირან გამყრელიძე
დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე მოქალაქეებს მოუწოდებს, რომ არ წავიდნენ აღდგომის ღამეს ეკლესიებში. მოწოდება მან რუსთავი 2-ის ეთერიდან გაავრცელა.
"ძალიან მძიმე მოწოდება მინდა გავაკეთო, მიჭირს ამ მოწოდების გაკეთება, არ წახვიდეთ ეკლესიებში ამ დღეებში, ვილოცოთ სახლიდან... ეს აღდგომა გადავატაროთ სხვა ფორმით. ილოცებენ ჩვენი მამაოები. ჩვენ ვიქნებით პირნათელი ქვეყნის და ღმერთის წინაშე. ნაკლები დაზიანებით გამოვალთ ამ სენიდან... გვაპატიებს ამას ღმერთი იმიტომ, რომ მეტი ქართველი გადარჩება", - თქვა მან.
მისი თქმით, ამ ტიპის მოწოდება პირველად გააჟღერა. მანაც ისაუბრა, რომ თუ საზოგადოება რეკომენდაციებს არ გაითვალისწინებს სამედიცინო სექტორი დატვირთვას ვერ გაუძლებს.
საქართველოში ამ ეტაპზე 336 ინფიცირებული ადამიანია ინფიცირებული, მათგან 74 ადამიანი გამოჯანმრთელდა და 3 გარდაიცვალა.
კომენტარი