სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

გერმანიაში ბერლინის კედლის აღმართვიდან 50 წლისთავი აღნიშნეს

ბერლინში ცნობილი კედლის აღმართვის 50 წლისთავი სამგლოვიარო გამოსვლებითა და წუთიერი დუმილით აღნიშნეს – პატივი მიაგეს 130–ზე მეტი იმ ადამიანის ხსოვნას, ვინც კედლის გადალახვის მცდელობის დროს, სხვადასხვა წლებში დაიღუპა.

შვიდსაათიანი ცერემონიის დროს, რომელიც იმ ადგილას ჩატარდა, სადაც ბერლინის კედელი იყო აღმართული, სწორედ ამ ადამიანების სახელებსა და გვარებს, ასევე მათი ბიოგრაფიის დეტალებს იმეორებდნენ.

როგორც ცნობილია, 1961 წლის 13 აგვისტოს შეიარაღებულმა ძალებმა გადაკეტეს აღმოსავლეთ და დასავლეთ ბერლინის გამყოფი ყველა მისადგომი და მოახდინეს ამ ნაწილების გამყოფი მეტროს ხაზის ბლოკირებაც. ქალაქის ორი ნაწილი ერთმანეთისგან ჯერ მავთულხლართით გაიყო, შემდეგ კი გამყოფი კედლის მშენებლობა დაიწყო.

არსებობის მანძილზე კედელი რამდენჯერმე გაზარდეს სიმაღლეში და მკაცრად სრულყვეს მისი დაცვაც. კედლის საერთო სიგრძემ 155 კმ შეადგინა.

ბერლინის კედელი 1989 წლის 9 ნოემბერს დაეცა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100