სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

თბილისი პრაიდის ხვალინდელი აქცია მოშე კლუგჰაფტის ინიციატივით იმართება?

ფეიკ ნიუსების სპეციალისტმა, მოშე კლუგჰაფტმა, რომელიც ივანიშვილმა მას შემდეგ დაიქირავა, რაც ახალგაზრდებს თვალები დათხარა და დაასახიჩრა, თბილისი პრაიდის "ღირსების მარში" დაგეგმა?


ხვალ სექსუალური უმცირესობების წარმომადგენლები ღირსების მარშს მართავენ, რამაც უკვე მიიქცია საზოგადოების ნაწილის, მათ შორის ჰომოფობების ყურადღება. თბილისი პრაიდის წარმომადგენლებმა მსგავსი გადაწყვეტილება ყველასაგან მოულოდნელად მიიღეს.

სწორედ ამიტომ გაჩნდა საფუძვლიანი ვარაუდი რომ ხვალინდელი ღონისძიება სინამდვილეში სიახლიანი ჯალათის, გიორგი გახარიას ორგანიზებულია, რომელსაც იდეა შავი პიარის და ფეიკ ნიუსების სპეციალისტმა, მოშე კლუგჰაფტმა მიაწოდა. ის თბილისში იმყოფება.


მოშე კლუგჰაფტს, რომელსაც გამორჩეული ურთიერთობა აქვს სექსუალურ უმცირესობებთან, ხვალინდელი ღირსების მარშით რუსთაველზე მიმდინარე ანტისაოკუპაციო მიტინგის გაშავება და შესაძლოა, ერთგვარი დაპირისპირებაც სურს...

გეგმის მიხედვით, ხვალინდელი ღირსების მარში სისხლიანმა ჯალათმა გახარიამ თავის სასარგებლოდ უნდა გამოიყენოს და ჩრდილი მიაყენოს ორკვირიან უწყვეტ საპროტესტო ტალღას, რომლის მიზანი მისი გადაყენებაა.

ღირსების მარშის პარალელურად, ირაზმებიან ხელისუფლების გავლენის ქვეშ მყოფი ქართველი ჰომოფობებიც. ისინი აცხადებენ "არ დაუშვებენ გეი-პარადის ჩატარებას და ყველანაირად ეცდებიან მის ჩაშლას".

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100