სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მარტოხელა მამა, რომელიც ოთხ ტყუპს ზრდის

ეს მათი ოჯახის ყველაზე ბედნიერი დღე უნდა ყოფილიყო, კარლოს მორალესმა მეუღლეს აკოცა და სამუდამო სიყვარულის ფიცი მისცა, რის შემდეგაც 7 თვის ორსული ერიკა სამშობიარო ბლოკში შეიყვანეს.

36 წლის ქალმა ოთხი ტყუპი გააჩინა, მისმა სხეულმა დატვირთვას ვერ გაუძლო და მშობიარობის შემდეგ დედა გარდაიცვალა. 29 წლის კარლოსი შვილებთან ერთად მარტო დარჩა.

მარტოხელა მამა სამ გოგონასა და ერთ ბიჭს დამოუკიდებლად ზრდის და როგორც ამბობს მის ცხოვრებაში ყველაზე რთული ცოლის მონატრებაა.

„ჩვენ ერთმანეთი 2006 წელს არიზონაში გავიცანით, მე ინგლისური არ ვიცოდი, მან ესპანური, თუმცა საერთო მეგობრების დახმარებით ურთიერთობის აწყობა მოვახერხეთ. ერთი წლის შემდეგ უკვე ორივენი ვლაპარაკობდით ესპანურადაც და ინგლისურადაც, 2007 წელს ლას ვეგასში ვიქორწინეთ. მეგონა ვერასოდეს ვერაფერი დაგვაშორებდა.

პრობლემები ჩვენს ოჯახსაც ჰქონდა, მაგრამ რაც მთავარია ერიკა ცოცხალი იყო.

ერიკას ჩვენი შვილებისთვის საუკეთესო უნდოდა, ორსულობის დროს მათთვის ესპანურისა და ინგლისურის შესწავლაზე, კოლეჯში გაგზავნაზე და კარგ კარიერაზე ოცნებობდა. მე ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ ჩემი ცოლის ოცნებები ახდეს.„ - განაცხადა კარლოსმა ამერიკული ჟურნალის people-სთვის მიცემულ ინტერვიუში.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100