სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

საქართველოს პატრიარქმა სიონის მთაზე წმიდა მეფე დავითის საფლავი მოილოცა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, უწმიდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ თანმხლებ პირებთან ერთად, დღეს, წმიდა მეფე დავითის საფლავი მოილოცა სიონის მთაზე. დავითის საფლავს უნეტარესმა მისი კურთხევით ქართველი მონაზვნების მიერ მოქარგული ძვირფასი გადასაფარებელი შეწირა.

პატრიარქმა, გუშინ, წირვა-ლოცვა აღავლინა მაცხოვრის ყოვლადწმიდა საფლავზე. საქართველოდან წამოღებული მოსახსენებლები მთელი ღამის განმავლობაში იკითხებოდა ქართველი მღვდელმსახურების მიერ.

პატრიარქი იერუსალიმში პალესტინის პრეზიდენტს მაჰმუდ აბასს, ისრაელის პრეზიდენტს, შიმონ პერესს და პრემიერ-მინისტრს, ბენიამინ ნათანიაჰუს შეხვდება.

ცნობისათვის, პატრიარქი იერუსალიმში იერუსალიმის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქს, უნეტარეს თეოფილე III-ს მიწვევით, 16 თებერვალს გემგზავრა და სამშობლოში 24 თებერვალს დაბრუნდება. ლია მეორე იერუსალიმში ბოლოს 2000 წელს, აღდგომას, წმინდა ცეცხლის გადმოსვლის დროს ბრძანდებოდა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100