სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ოთხ ოპოზიციურ პარტიას ივანიშვილის „საახალწლო საჩუქრის“ დაბრუნება მოუწევს

საქართველოს პარლამენტის მიერ დღეს მიღებული კანონის შემდეგ, როგორც ჩანს, ოთხ პარტიას (პარტიის რიგით წევრებს რა, უფრო მათ ბოსებს) ფინანსურად უზრუნველყოფილი ახალი წელი ვერ გაუთენდებათ: იმ შემთხვევაში, თუკი კანონის გამოქვეყნების დღისთვის მათ ანგარიშზე დარიცხული დაფინანსების თანხა გახარჯული არ იქნება, მათ ფულის დაბრუნება მოუწევთ.

ივანიშვილის მიერ დაფინანსებული პარტიების რამდენიმე წარმომადგენელმა კი განაცხადა, ფულის გადმორიცხვა იმიტომ ვიჩქარეთ, რომ კანონის ძალაში შესვლისთვის დაგვესწროო, მაგრამ დღეს პარლამენტში მესამე მოსმენით მიღებული კანონი მათთვის კიდევ ერთი სიურპრიზი აღმოჩნდა: დღეს დამტკიცებული კანონის მიხედვით, ოთხი ოპოზიციური პარტია ვალდებული იქნება, ბიძინა ივანიშვილის “ქართუ ჯგუფს” ფული დაუბრუნოს, ან დაამტკიცოს, რომ თანხა უკვე გახარჯულია. თუ კანონის მოთხოვნა არ შესრულდება, გაუხარჯავი თანხა სახელმწიფოს საკუთრებაში გადავა, - ასე ჟღერს მარტივ ენაზე ის კანონი, რომელიც რიგგარეშე სხდომაზე მიიღეს.

23 დეკემბერს პროკურატურამ გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, თავისუფალმა დემოკრატებმა, რესპუბლიკურმა პარტიამ, ხალხის პარტიამ, კონსერვატულმა პარტიამ შემდეგი დაფინანსება მიიღეს. ცნობილი არ არის, გახარჯული აქვთ თუ არა პარტიებს ეს თანხები. გიორგი ცაგარეიშვილმა მანდატი მეორეჯერაც გამოიყენა და ნაციონალური მოძრაობის დაფინანსების შესახებ ცნობები მოითხოვა, რაც დღეს შესრულდა კიდეც, თუმცა, პარლამეტში არ განხილულა. კანონი, რომლის მიხედვითაც პარტიებს გაუხარჯავი თანხის დაბრუნება ევალებათ, ძალაში გამოქვეყნებისთანავე შევა.

პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლების მხრიდან აღნიშნული კანონის მიღებს უკვე მოჰყვა მძაფრი რეაქცია. ასე მაგალითად, „რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, თინა ხიდაშელმა, სააგენტო „პირველთან“ საუბრისას კანონში მიღებულ ცვლილებას „შიზოფრენიული“ უწოდა, ხოლო შეკითხვაზე, გახარჯულია თუ არა ჩარიცხული თანხა პარტიის მიერ, უპასუხა:

"მე არ ვარ პარტიის ბუღალტერი ან ფინანსური მენეჯერი და ამ საკითხთან დაკავშირებით ვერაფერს გიპასუხებთ".

რაც შეეხება ოპოზიციური პარტიების დაფინანსებას, მონაცემები ასე გამოიყურება:

პოლიტიკური გაერთიანება "თავისუფალი დემოკრატების" დაფინანსება: 100-100 000 ლარი მიიღეს ბანკი "ქართუსგან"; სს "ქართუ ჯგუფისგან"; შპს "ფინსერვისისგან"; შპს "ინტერკონსტალტინგი პლუსისგან"; შპს "ელიტა ბურჯისგან"; შპს "ქართული მენეჯმენტისგან"; შპს "ქართული ჰოლდინგისგან", ხოლო დეკემბერში "თავისუფალმა დემოკრატებმა" 100 000-100 000 ლარი შპს "კალა კაპიტალის" და შპს "კოლხეთისგან" მიიღეს.

პოლიტიკური გაერთიანება "ხალხის პარტიის" დაფინანსება მიღებული აქვს შემდეგი კომპანიებიდან: სს "ბანკი ქართუ" – 100 000 ლარი; შპს "ფინსერვის-21” – 100 000 ლარი; შპს "ფინსერვისი" – 100 000 ლარი; შპს "ელიტა ბურჯი" – 100 000 ლარი, შპს "ქართუ ჯგუფი" – 100 000 ლარი; შსპ "ქართუ მენეჯმენტი" – 100 000 ლარი; შპს "ინტერკონსალტინგი პლუსი" - 100 000 ლარი; შპს "კალა კაპიტალი" – 100 000 ლარი, შპს "კოლხეთი" – 100 000 ლარი;

"კონსერვატიული პარტია" – შპს "კომპლექს-სერვისი" – 100 000 ლარი; სს ბანკი "ქართუ" – 100 000 ლარი; შპს "ბურჯი" - 100 000 ლარი; სს "ქართუ ჯგუფი" - 100 000 ლარი; შპს "ფინსერვისი" - 100 000 ლარი; შპს "ინტერკონსალტინგი პლუსი" - 100 000 ლარი; შპს "ქართუ მენეჯმენტი" - 100 000 ლარი; შპს "ელიტა ბურჯი" - 100 000 ლარი; შპს "ფინსერვისი-21" - 100 000 ლარი; შპს "კოლხეთი" - 100 000 ლარი; შპს "კალა კაპიტალი" - 100 000 ლარი. "კონსერვატიულმა პარტიამ" აღნიშნული დაფინანსება მიმდინარე წლის დეკემბერში მიიღო.

"საქართველოს რესპუბლიკურ პარტია" – მათ მიმდინარე წლის ნოემბერში მიიღეს – სს "ბანკი ქართუდან" - 100 000 ლარი; შპს "ბურჯი" - 100 000 ლარი; შპს "კომპლექსერვისი" – 100 000 ლარი; სს "ქართუ ჯგუფი" - 100 000 ლარი; შპს "ბურჯი" 100 000 ლარი; შპს "ფინსერვისი" - 100 000 ლარი; შპს "ინტერკონსტალტინგი პლუსი" - 100 000 ლარი; შპს "ელიტა ბურჯი" - 100 000 ლარი; შპს "ქართუ მენეჯმენტი" - 100 000 ლარი, შპს "ქართული ჰოლდინგი" - 100 000 ლარი. რაც შეეხება "რესპუბლიკური პარტიის" მიერ დეკემბერში მიღებულ დაფინანსებას; მათ მიმდინარე წლის დეკემბრში შპს "კალა კაპიტალისგან" და შპს "კოლხეთისგან" 100 000-100 000 ლარი მიიღეს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100