4 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი
ვერძი: დაძაბულობა არ მოგცემთ საშუალებას გარკვეული ნაბიჯები გადადგათ. ამას ვერაფერს უშველით. თუმცა, კარგი იქნება თუ რჩევას საყვარელ ადამიანს დაეკითხებით და დახმარებასაც სთხოვთ
კურო: დღეს რაც უფრო გულახდილი იქნებით, მით უკეთესი იქნება თქვენთვის, ამიტომ უარი არ თქვათ მეგობრებთან ერთად გართობაზე, ისინი დაგეხმარებიან გარკვეული დაბრკოლებების გადალახვაში.
ტყუპები: დღეს თქვენი ხასიათის დადებითობას, საყვარელი ადამიანის მიერ თქვენთვის სასიკეთო ნაბიჯის გადადგმა განაპირობებს. ეცადეთ საღამოს საათები მეორე ნახევრის გვერდით გაატაროთ და მასაც ისევე ასიამოვნოთ, როგორც ეს უკანასკნელი ეცადა თქვენს გამხიარულებას მთელი დღის განმავლობაში.
კირჩხიბი: თქვენ უკანასკნელი დროის მანძილზე მრავალი სიახლის მომსწრე გახდით. დღეს კი კარგი იქნება თუ გარკვეულ დროს საკუთარ თავს დაუთმობთ. ყურადღება მიაქციეთ საკუთარ გონებრივ შესაძლებლობებს.
ლომი: დღეს დიდი დროის გატარება მოგიწევთ ბავშვებთან ერთად. მათი ენერგიულობა თქვენზე დადებითად იმოქმედებს და ამის ფონზე, დღეც წარმატებით განვითარდება. დღის ბოლოს კი შესაძლოა თქვენს პრობლემებზე ფიქრმა შეგაწუხოთ. კარგი იქნება თუ რაც შეიძლება სწრაფად მოძებნით ამ პრობლემების გადასაჭრელ გზებს და სულიერ სიმშვიდესაც მიაღწევთ.
ქალწული: თუ დღეს თქვენს განაწყენებას მეგობრის ან კოლეგის ქცევა გმოიწვევს, აუცილებლად უთხარით მათ ამის შესახებ. შესაძლო თქვენს გარშემო ხდება ისეთი რამ, რასაც თქვენ ვერ ამჩნევთ. შესაძლოა ეს ყველაფერი თქვენთან არაფერ კავშირშია, მაგრამ მთავარია ყველას გააგებინოთ, რომ რაღაც უჩვეულო შეამჩნიეთ.
სასწორი: არ დაკარგოთ თვითკონტროლი იმ გამაღიზიანებელი სიახლეებისათვის, რომლის მოსმენაც აუცილებლად მოგიწევთ. დღეს შესაძლოა ახალი ამბის მხოლოდ ნაწილი გახდეს თქვენთვის ცნობილი, ამიტომ უკეთესი იქნება თუ დანარჩენ სიახლეებსაც დაელოდებითდ და ცივ გონებაზე არ იმოქმედებთ. ასეთ შემთხვევაში მიღებულ გადაწყვეტილებებს სამომავლოდ აუცილებლად ინანებთ.
მორიელი: დღეს თქვენთვის მეტად მნშვნელოვანია ახლობლებს საკუთარი აზრები და დამოკიდებულებები გაუზიაროთ. მათი რჩევები სწორი არჩევანის გაკეთებაში აუცილებლად დაგეხმარებათ. ასევე კარგი იქნება სანამ ნაბიჯს გადადგამთ, მანამდე კარგად თუ დაფიქრდებით, არ ინერვიულოთ წინასწარ შედეგებზე, დღევანდელი დღე თქვენთვის წარმატებით განვითარდება.
მშვილდოსანი: დღეს არის იმ დღეებიდან ერთ–ერთი, როცა გგონიათ, რომ ადამიანები სპეციალურად გიქმნიან გარკვეულ დაბრკოლებებს. კარგი ამბავი ის გახლავთ, რომ ასეთი სიტუაციებიდან თავის დახსნა ძალიან მარტივია – უბრალოდ ეს დღე მაქსიმალურად მშვიდად და წყნარად დაიწყეთ. უარი თქვით წამოწყებულ კამათსა თუ უთანხმოებაში ჩაბმაზე, შესაძლოა ასეთმა სიტუაციამ თქვენთვის უარყოფითი შედეგი გამოიღოს.
თხის რქა: დღეს საქმიან ურთიერთობებში მრავალ პრობლემებს გადააწყდებით, შესაძლოა კომფლიქტის მიზეზიც კი გახდეთ. ამიტომ, მაქსიმალურად აკონტროლეთ საკუთარი თავი, კონფლიქტური სიტუაციების შექმნის შემთხვევაში არ გადახვიდეთ იერიშზე და საკუთარი პოზიციები არგუმენტებითა და მნიშვნელოვანი მაგალითებით განამტკიცეთ.
მერწყული: გახსოვდეთ,რომ დრო რომელიც რაიმე სიახლის შესწავლას მოანდომეთ, არასდროს ფუჭად დაკარგულად არ ჩაითვლება. ეცადეთ აკეთოთ ის საქმე, რისი კეთებაც თავად და არა გარშემო მყოფებს სიამოვნებთ. მოუსმინეთ საკუთარ შინაგან სამყაროს და როგორც თქვენ ჩათვლით საჭიროდ, ისე მოიქეცით. არავითარ შემთხვევაში არ შეუშინდეთ პრობლემებს და გარკვეულ სიტუაციებში გარისკეთ კიდეც.
თევზები: დღეს თავს მეტად ლაღად იგრძნობთ, ეს კი თქვენი ხასიათის დადებითობას განაპირობებს. კარგი იქნება თუ დაკისრებული მოვალეობების შესრულებას დღის პირველ ნახევარს მოანდომებთ, დანარჩენ დროს კი საკუთარ თავსა და მეგობრებს დაუთმობთ.
კომენტარი