სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

სერხიო რამოსი მამა მეოთხედ გახდა

მადრიდის „რეალისა“ და ესპანეთის ნაკრების კაპიტანი სერხიო რამოსი მამა მეოთხედ გახდა.

34 წლის სპორტსმენმა და მისმა მეუღლემ პილარ რუბიომ ახალშობილ ბიჭუნას, რომელიც 3.27 კილოგრამი დაიბადა, მაქსიმო როდრიგო დაარქვეს.

სერხიო რამოსი პილარ რუბიოსთან ქორწინებაში 2012 წლიდანაა და მაქსიმო როდრიგოს გარდა, მათ კიდევ სამი შვილი, 5 წლის სერხიო-უმცროსი, 4 წლის მარკო და 2 წლის ალეხანდრო ჰყავთ. რამოსი გასულ სეზონში „რეალთან“ ერთად ესპანეთის ლა ლიგის გამარჯვებული გახდა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100