სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

საქართველოს ბანკმა Commerzbank-ისგან საოპერაციო ჯილდო მიი

2 ივლისი, 2020- Commerzbank-მა საქართველოს ბანკს ევროს ეფექტური და ზუსტი გადარიცხვებისთვის, ასევე საუკეთესო STP (Straight Through Processing) პროცესებისათვის საოპერაციო ჯილდო გადასცა.

მოხარული ვარ განვაცხადო, რომ საქართველოს ბანკი Commerzbank -ის მიერ კიდევ ერთხელ აღიარებულია, როგორც საუკეთესო ფინანსური ინსტიტუტი, რომელმაც 2019 წელს ფულადი გადარიცხვებისას საუკეთესო სტანდარტი აჩვენა. ეს მიუთითებს იმაზე, რომ ბანკი წლებია უცვლელი, მაღალი ხარისხით აკმაყოფილებს ყველა იმ მოთხოვნას, რომელიც აუცილებელია ჯილდოს მოსაპოვებლად,’’ - განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა, არჩილ გაჩეჩილაძემ.

ინფორმაციისთვის, Commerzbank- მსოფლიოს მასშტაბით ყოველწლიურად ასახელებს ფინანსურ ინსტიტუტს, რომელიც გამოირჩევა ევროში განხორციელებული გადარიცხვებისას მაღალი ეფექტურობით. ჯილდო ბანკმა გამართული STP პროცესებისთვის უკვე მეხუთედ მიიღო.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100