დაპირისპირება მარნეულში - ერთ-ერთი საარჩევნო უბნიდან ოპოზიციის დამკვირვებლის გაძევებას ჩხუბი მოჰყვა
დაპირისპირება მარნეულში - ერთ-ერთი საარჩევნო უბნიდან ოპოზიციის დამკვირვებელი გააძევეს, რასაც ჩხუბი მოჰყვა. ვითარება იმდენად დაიძაბა, რომ ნახევარი საათის განმავლობაში ხმის მიცემის პროცესი შეწყვეტილი იყო.
ვითარება მარნეულის 2-ე საარჩევნო უბანზე მას შემდეგ დაიძაბა, რაც „ნაციონალური მოძრაობის“ დამკვირვებელმა ერთ-ერთი რეგისტრატორის უბნიდან გასვლა გააპროტესტა. მას საარჩევნო ყუთზე კონტროლი ევალებოდა.
„ნაციონალური მოძრაობის“ დამკვირვებლის თქმით, მას არ ეძლეოდა საშუალება, სრულყოფილად გაეკონტროლებინა ხმის მიცემის პროცედურა.
„ნაციონალური მოძრაობის“ დამკვირვებელი აცხადებს, რომ მას საჩივრის ფორმას არ აძლევდნენ და მის მიმართ აგრესიასაც ჰქონდა ადგილი. სწორედ ამის შემდეგ, მარნეულის 2-ე საარჩევნო უბანზე დაპირისპირება დაიწყო. ადგილზე გამოიძახეს საპატრულო პოლიციაც, რის შემდეგაც „ნაციონალური მოძრაობის“ დამკვირვებელს 2-ე საარჩევნო უბანი დაატოვებინეს.
დაპირისპირების ადგილზე „ევროპული საქართველოს“ და „ქართული ოცნების“ ლიდერები მივიდნენ.
კომენტარი