ზაზა გაბუნია: დღეს 7 ნოემბერია, საქართველოს ბოლო წლების ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე სისხლიანი, მძიმე და ტკივილიანი დღე
„დღეს 7 ნოემბერია. საქართველოს ბოლო წლების ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე სისხლიანი, მძიმე და ტკივილიანი დღე. ამ დღის გახსენება ისევე მტკივნეულია, როგორც ის წუთები, რომელიც გავატარეთ ჯერ რუსთაველის გამზირზე, შემდეგ რიყეზე და ბოლოს ტელეკომპანია იმედთან.
ბუნებრივია, ეს მეხსიერება მნიშვნელოვანია, რათა მომავალში არავის მიეცეს რამე უფლება ან შესაძლებლობა, რომ ასეთი შეცდომა დაუშვას. სამწუხარია, რომ ამ საპრეზიდენტო მარათონში ქვეყანას კვლავ ჰყავს როგორც სენი, „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი საპრეზიდენტო კანდიდატი, რომელიც სამარცხვინო სიყალბით საუბრობს 7 ნოემბერზე. ერთი მხრივ, ნიანგის ცრემლებს ღვრის და მეორე მხრივ, ამბობს, რომ იმ ტერორისტული სახელმწიფოს შემოქმედთ, რომელთაც განაპირობეს 7 ნოემბერი შეიწყალებს და კვლავ მისცემს საშუალებას პოლიტიკურად აქტიურები იყვნენ. ეს არის სიყალბე და საზოგადოებამ ამას ყურადღება უნდა მიაქციოს მეორე ტურის კენჭისყრისას“- ზაზა გაბუნია.
კომენტარი