17 ოქტომბერს, 18:00 საათზე, სასტუმრო „Holiday Inn Tbilisi“ გაიმართება საქართველოს ბანკის და ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის, ერთობლივი ღონისძიება.
ხვალ, 17 ოქტომბერს, 18:00 საათზე, სასტუმრო „Holiday Inn Tbilisi“ გაიმართება საქართველოს ბანკის და ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის, ერთობლივი ღონისძიება. ღონისძიებას დაესწრებიან ბანკის კლიენტები მცირე და საშუალო ბიზნესი მიმართულებიდან. ღონისძიების მიზანია, საქართველოს ბანკის წარმომადგენლებმა გაუზიარონ გამოცდილება მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს და მიაწოდონ დეტალური ინფორმაცია, ისეთ მნიშვნელოვან საკითხზე როგორიც არის მცირე და საშუალო საწარმოების ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტები (IFRS for SMEs), ასევე ბუღალტრული აღრიცხვის და ანგარიშგების სფეროში მომხდარი საკანონმდებლო ცვლილებების მიმართულებები.
კომენტარი