კურიერის შეფის ემოციური პოსტი ყოფილ უფროსს
რუსთავი 2-ის დაბადების დღეს კურიერის შეფი, გიორგი ლაფერაშვილი რუსთავი 2-ის საინფორმაციო სამსახურის ყოფილ უფროსს, ნინო შუბლაძეს ემოციური პოსტით ულოცავს.
„ფაქტი ჯიუტია- შენ რომ არა, კაცმა არ იცის სად და როგორ ვიქნებოდი(თ) ახლა. ძალიან კარგად მახსოვს ამ ქვეყნისთვის მგონი ყველაზე მეტად რთული წლები როგორ იმედიანად გავატარე- იმიტომ რომ შენზე ვიყავით მოყრდნობილი ამდენი ადამიანი და სადარდებელი აღარაფერი გვქონდა. დღევანდელი დღე შენიცაა შუბლიკ, გილოცავ” - წერს ლაფერაშვილი ნინო შუბლაძის ფეისბუქ გვერდზე.
კომენტარი