სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ეს წერილი მამამ მისწერა შვილს, რომელსაც პირველად ეწვია სიყვარული

ერთხელ ცნობილმა ამერიკელმა მწერალმა და ნობელის პრემიის ლაურეატმა ჯონ სტეინბეკმა საკუთარი შვილისგან წერილი მიიღო. ტომი (მისი შვილი) წერილში აღნიშნავდა, რომ სკოლაში ერთი გოგონა სახელად სუზანი შეუყვარდა. მწერალმა იმავე დღეს მისწერა საპასუხო წერილი შვილს.

ნიუ იორკი,10 ნოემბერი, 1958 წელი

ძვირფასო ტომ, დღეს დილით მივიღეთ შენი წერილი, მე რასაკვირველია ჩემს აზრს გეტყვი და დედაშენიც შეეცდება საკუთარი აზრი მოგწეროს. ძალიან კარგია თუ შეყვარებული ხარ. ეს ყველაზე მშვენიერი რამაა, რაც კი ადამიანს შეიძლება შეემთხვას. არავის მისცე ნება ეს გრძნობა დაამციროს ან გაანელოს.

არსებობს რამოდენიმე სახის სიყვარული:

პირველი “მიღებაზე” გათვლილი ეგოისტური სახის სიყვარულია, შემთხვევა როდესაც სიყვარულს, ძირითადად, საკუთარი სურვილების ასრულებასთან და პირად ინტერესებთან აიგივებენ. ასეთი სახის სიყვარული უშნო და დამახინჯებულია.

მეორე სახის სიყვარული კი “გაცემასთან” ასოცირდება და ნიშნავს გაიღო სიყვარულისთვის ყველაფერი კარგი, რაც კი გაგაჩნია. ეს შეიძლება იყოს სიკეთე, სითბო, პატივისცემა და ურთიერთგაგება. ეს სხვა ადამიანთა მანერებისა და თვისებების მიმართ გამოვლენილი ზოგადი პატივისცემა კი არაა, არამედ ამაზე ბევრად უფრო დიდი დაფასება: აღიარება რომ ეს ადამიანი შენთვის უნიკალური და ღირებულია.

პირველი სახის სიყვარული ავადმყოფობას უფრო წააგავს და ბევრად უფრო პატარა და სუსტია, ვიდრე მეორე. უანგარო სიყვარული კი ყოველგვარ სიკეთეს წარმოშობს, ძალას და მხნეობას აღვიძებს ჩვენში – სიბრძნესაც კი ვპოულობთ საკუთარ თავში, რომელიც არც კი ვიცოდით რომ გვქონდა. შენ ამბობ რომ ეს უბრალო გრძნობა არაა. მართალია, თუ ძლიერად გიყვარს, არც შეიძლება იყოს უბრალო..

ვფიქრობ, ის არ გაინტერესებდა, თუ რას გრძნობ ახლა. ეს შენ ყველა ადამიანზე კარგად იცი. ალბათ გსურდა ჩემი რჩევები მიგეღო და მეც ამას გავაკეთებ: დააფასე სიყვარული. იყავი მადლიერი ამ დიდი საჩუქრის გამო. გახსოვდეს სიყვარულის ობიექტი ყველაზე საუკეთესო და ლამაზი არსებაა ამქვეყნად. თუ ვინმე გიყვარს – ნუ გეშინია მისი უარის. უნდა გახსოვდეს, რომ პასუხში უამრავი სხვა ფაქტორიც იმალება.

გოგონები გრძნობენ და იციან რას გრძნობ, მაგრამ უმეტეს შემთხვევაში სურთ პირადად მოისმინონ ეს ბიჭისგან. ხშირად ხდება, რომ ის რასაც გასცემ უკან არ გიბრუნდება გარკვეულ მიზეზთა გამო, მაგრამ ეს არ ამცირებს შენს გრძნობას. და ბოლოს, მე ვიცი რასაც გრძნობ ახლა, რადგანაც გამომიცდია რა არის სიყვარული. სიამოვნებით შევხვდებოდით სუზანს. მჯერა დედაშენსაც ძალიან გაეხარდება. მასაც კარგად ესმის რა არის სიყვარული და აუცილებლად მოგცემს სასარგებლო რჩევებს, რომელიც შეიძლება ჩემსაზე მეტად გამოგადგეს. და ნუ გეშინია დაკარგვის. თუ საჭიროა ეს მოხდება – მთავარია არ იჩქარო. კარგი არაფერი იკარგება.

სიყვარულით, მამა

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100