რემბრანდტის ცხოვრების მთავარი ქალი და ზღაპრული სიყვარულის 10 წელი
ჰოლანდიელი მხატვრის რემბრანდტის ცხოვრებაში იყო ქალი რომელმაც უდიდესი როლი ითამაშა ხელოვანის ცხოვრებაში - ერთადერთი სიყვარული ასე იხსენიებს სასკიას კაცი. ქალს მხატვრის როგორც პირად ასევე შემოქმედებით ცხოვრებაში უდიდესი ადგილი უკავია.
რემბრანტ ჰარმენს ვან რეინი 1631 წელს 25 წლის უკვე წარმატებული მხატვარი მშობლიური ქალაქ რეიდენიდან საცხოვრებლად ამსტერდამში გადავიდა. რემბრანტი იმ დროის მოდური და მოთხოვნადი მხატვარი გახლდათ. განსაკუთრებულია მისი პორტრეტები, ამ ჟანრში შეკვეთების რაოდენობა ფაქტიურად განუსაზღვრელია. კარიერული წარმატების ჟამს 1632 წ სწორედ ქალაქ ამსტერდამში იგი შეხვდა სასკია ვან ეილენბურგს. შეხვედრის დღიდანვე დაიწყო მხურვალე სიყვარულის ისტორია. სასკიამ შეძრა მხატვარი. ნათელი კანი, წითური თმა... იდეალურად უხდებოდა მის საყვარელ მუქ, მძიმე და მოელვარე ქსოვილებს. მაგრამ სრულყოფილ მოდელად სასკია მხატვრის სიყვარულმა აქცია. დაუყოვნებლივ მის ხატვას შეუდგა. ტილო "დრეზდენელი სასკია" – სასიამოვნო გოგონაა, ბავშვური, უზრუნველი და მხიარული. განსაკუთრებული სილამაზით არ გამოირჩევა თუმცა უდაოდ საინტერესო გარეგნობით არის დაჯილდოვებული.
1634 წელს გაცნობიდან ერთი წლის თავზე წყვილი სამუდამოდ უკავშირებს ერთმანეთს ცხოვრებას. მიუხედავად იმისა რომ ახალგაზრდა მხატვარს ნამდვილად არ უჭირდა, ქალს მზითვებში საკმაოდ დიდი ქონება მოყვა, რაც კიდევ უფრო მძაფრად აისახა მხატვრის განვითარებაზე. წყვილი - დიდ დროს უთმობდა სახლის მოწყობას, ხშირად სტუმრობდნენ ანტიკვარიატის მაღაზიებს. ძალიან მალე სახლი მუზეუმს დაამსგავსეს. ისინი ფაქტიურად აღმერთებდნენ სახლს რომლსაც თავიანთი სიყვარულის ნავსაყუდელს ეძახდნენ. ამბობდნენ, რომ მათ ”სამფლობელოში” თვალი მდიდრული გარემოთი, სრული ჰარმონიითა და სიტურფით ტკბება.
გამორჩეულად ”სიცოცხლისმოყვარეა” ავტოპორტრეტი სასკიასთან ერთად, რომელიც თაფლობის თვის პირველ დღეებში დაიწერა. მხატვარმა საკუთარი თავი ხელში ბოკალით დახატა – წარმატებისთვის სვამს და მტრებს გამოწვევას უგზავნის.
1636 წელს რემბრანდტმა ცნობილი "დანაიას" დაწერა. ბედნიერია და ეს ბედნიერება მშვენიერ დანაია–სასკიასაც გადაეცემა. ცოლი ყველაზე დიდი მუზა იყო მხატვრის შემოქმედებაში მისი ყველაზე ცნობილ ტილოებზეც სწორედ სასკიაა აღბეჭდილი. 1642 წლის 14 ივლისს სასკია გარდაიცვალა და რემბრანდტი 9 თვის ვაჟიშვილთან მარტო დატოვა.
გათხოვებიდან 7 წლის მანძილზე სასკიას 4 შვილიდან სამი, ვაჟიშვილი და ორი ქალიშვილი, ძალიან ადრეულ ასაკში გარდაიცვალა... მხოლოდ ერთმა იცოცხლა დედაზე დიდხანს, გახდა მამის ნუგეში და საყრდენი.
12 წელი მხატვარი ცოლის ერთგული რჩებოდა. მაგრამ ცხოვრება თავისას ითხოვდა და სახლში სხვა ქალმა – ჰენდრიკიესოფელსმა შეაბიჯა. დიდხანს არ უცოცხლია, გარდაიცვალა და ქმარს ქალიშვილი – კორნელია - დაუტოვა. მერე იყო მესამე ცოლიც - კატარინა ვანვეიკი.
თუმცა რემბრანდტის მთავარ სიყვარულად მაინც სასკია იყო, ამ ქალს უკავსირდებოდა მხატვრის ცხოვრების ოქროს ხანა, რადგან მოეხსენებათ რემბრანდტი 1669 წელს უკიდურესად გაღატაკებული და ყველასგან დავიწყებული გარდაიცვალა.
კომენტარი