თიკა მახალდიანის ქმარი: მინდა მივმართო იმ საცოდავს. ეყოს კაცობა და სასამართლოზე აღიაროს და თვითონ მოითხოვოს სასჯელი...თუ შინაპატიმრობა ურჩევნია, გააკეთოს, უფრო ადვილად მივწვდები
"არ მჩვევია სტატუსების დაწერა, უბრალოდ გამწარებული ოჯახი ვართ და იძულებული ვარ, ეს განცხადება გავაკეთო. მომხდარი ფაქტით, რაც მოხდა ყველამ კარგად ვიცით, ოჯახი განადგურებულია. საოცარი ადამიანი მოგვიკლეს საოცარი დედა, გიჟი ბებია და მეგობარი. ყველასგან გამორჩეული ურთიერთობით და სიყვარულით. მინდა მივმართო თხოვნით შსს-ს ორგანოებს", - ამის შესახებ ბრმა ტყვიით მოკლული თამარ ანთელავას სიძე, თემურ პირველაშვილი Facebook-ზე წერს.
იგი მიმართავს სამართალდამცველებს, რომ გაითვალისწინონ ოჯახის მდგომარეობა და მაქსიმალურად სწორი და სამართლიანი შეფასება მისცენ მომხდარ ფაქტს.
„ქალი, რომელიც ერთი თვე თავის ერთადერთ შვილიშვილს არ ნახულობდა ვირუსის გამო, სული მისდიოდა. იცავდა მკაცრად ყველა რეგულაციას და გარეთ არ გამოდიოდა, ვიღაც ვაჟკაცის ქეიფისა და ღრიანცელის გამო სიცოცხლე მოესწრაფა.
ყოველი დილა ვიდეო ზარით მეწყებოდა, ბებია და შვილიშვილის ერთსაათიანი საუბრით და ერთმანეთის მოფერებით. ორი დღეა ბავშვი ბებოს ეძებს, რა ვუთხრა? ხან რას ვიგონებ, ხან რას. ვერ უყურებ ჩემი მეუღლის გათიშულ სახეს. ამას ვერავინ გაუძლებს, რაც ჩემს ოჯახში ხდება.
მინდა, მივმართო ასევ იმ საცოდავს. მეცოდება მისი შვილები და მეუღლე, თვითონ ის არ და ვერ შემეცოდება. ვურჩევ, რომ გაიაზროს რაც ჩაიდინა. ეყოს კაცობა და სასამართლოზე აღიაროს და თვითონ მოითხოვოს სასჯელი, ეს იქნება მისი მონანიება.
თუ შინაპატიმრობა უნდა და ურჩევნია, გააკეთოს, პირადად ჩემთვის უკეთესია, უფრო ადვილად მივწვდები. თამუნას ვერ გავაცოცხლებ, მაგრამ ჩემ ცოლ-შვილს ვერ უყურებ ესეთ მდგომარეობაში. ჩვენ ოჯახი არანაირ ზედმეტ რეაგირებას არ ვაკეთებთ, ველოდებით გამოძიებას.
დიდი იმედი მაქვს, რომ სწორ და ზუსტ შედეგს და სასჯელს დადებენ“, – წერს თიკა მახალდიანის მეუღლე, თემურ პირველაშვილი.
კომენტარი