21 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი
ვერძი
ისე იმოქმედეთ, როგორც თქვენთვის იქნება უკეთესი. ეცადეთ, დაასრულოთ დაწყებული საქმეები. ნუ ინერვიულებთ წვრილმანების გამო. საყვარელი ადამიანი რომანტიკულ საღამოს მოგიწყობთ.
კურო
პროფესიული სფერო სასიამოვნო მომენტებთ იქნება აღსავსე. მეტი დრო დაუთმეთ საოჯახო საკითხების მოგვარებას. ნათესავებს დახმარებაზე უარი არ უთხრათ.
ტყუპი
გადაამოწმეთ კოლეგების მიერ შესრულებული საქმეები. ურთიერთობა საქმიან პარტნიორებთან. დახმარებისთვის მიმართეთ გამოცდილ კოლეგებს, საღამო საოჯახო საქმეების მოგვარებას დაუთმეთ.
კირჩხიბი
ნებისმიერი საქმის მოგვარებაში მეგობრები დაგეხმარებიან. ეცადეთ, ერთგულებსა და გამოცდილებს მიმართოთ. ნუ ხართ ზედმეტად ეჭვიანი საყვარელი ადამიანის მიმართ.
ლომი
ყველა საქმეს ადვილად გაუმკლავდებით. გვიანობამდე სამსახურში ნუ დარჩებით, ოჯახის წევრები საოჯახო ვახშამზე გელიან.
ქალწული
დილა სამსახურის საქმეების მოგვარებას დაუთმეთ. საღამოს საოჯახო ვალდებულებები შეასრულეთ. მზრუნველობის გარეშე ნუ დატოვებთ შვილებს.
სასწორი
შეინარჩუნეთ ცივსისხლიანობა. ნურავის და ნურაფერს მოაშლევინებთ ნერვებს. საყვარელი ადამიანი ყველა სურვილს აგისრულებთ. საღამო ოჯახურ გარემოში გაატარეთ.
მორიელი
კარგი დღეა პროფესიული საკითხების მოსაგვარებლად. საყვარელი ადამიანი მეტ ყურადღებას ითხოვს თქვენგან და ეცადეთ, მას რომანტიკული საღამო მოუწყოთ.
მშვილდოსანი
მეტი დრო დაუთმეთ სამსახურის საქმეების მოგვარებას. დაასრულეთ პროექტები, რათა უქმეებზე დასვენება შეძლოთ. საღამოს რომანტიკული პაემანი დანიშნეთ.
თხის რქა
მეტი დრო დაუთმეთ სამსახურის საქმეების მოგვარებას, რათა საღამო ოჯახის წევრებთან ერთად გაატაროთ. განსაკუთრებულ ყურადღებას ითხოვს სასიყვარულო პარტნიორი.
მერწყული
გააუმჯობესეთ ურთიერთობა კოლეგებთან, უფროსთან. საოჯახო საქმეები ნათესავების ინტერესების გათვალისწინებით მოაგვარეთ. საღამო მშვიდ გარემოში გაატარეთ.
თევზები
დიპლომატიურად მოაგვარეთ უსიამოვნება გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა საყიდლებისთვის. საყვარელი ადამიანი საჩუქრებითა და მზრუნველობით გაანებივრეთ.
კომენტარი