სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

პარლამენტის თავმჯდომარის მრჩეველი და ფრაქცია "ქართული ოცნების" აპარატის წევრი ერთმანეთს დაუპირისპირდნენ (ვიდეო)

ხმაური და დაპირისპირება პარლამენტში - ერთმანეთს ფრაქცია „ქართული ოცნების“ აპარატის თანამშრომელი და პარლამენტის თავმჯდომარის მრჩეველი დაუპირისპირდნენ.

ჩხუბი პარლამენტის შენობაში მოხდა. ერთმანეთს არჩილ გორდულაძე და ალბერტ ბოგვერაძე დაუპირისპირდნენ, მათ ერთმანეთს სიტყვიერი შეურაცხყოფაც მიაყენეს. მათ გაშველებაში რამდენიმე ადამიანი მონაწილეობდა, თუმცა ჩხუბმა გარეთ გადაინაცვლა.

ვიდეომასალაში, რომელიც პარლამენტიდან ვრცელდება, ჩანს, რომ არა დამსწრე პირები პარლალმენტის С კორპუსი ანგარიშსწორების ეპიცენტრად გადაიქცეოდა.

"ქართული ოცნების" აპარატის თანამშრომელი, რომელიც "პირველების" ინფორმაციით, მამუკა მდინარაძის თანაშემწეა, აგინებს შალვა პაპუაშვილის მრჩეველს.

უცნობია, დაიწყო თუ არა მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით პარლამენტმა მოკვლევა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100