სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

დავით ნარმანიამ ძველი თბილისი დაათვალიერა

დედაქალაქის ძველი უბნების განვითარებისა და რეაბილიტაციის გეგმა კოალიციაქართული ოცნების" თბილისის მერობის კანდიდატმა დავით ნარმანიამ ლაიფციგის უნივერსიტეტის არქიტექტორებს და სტუდენტებს ძველი თბილისის დათვალიერებისას გააცნო.

თბილისის მერობის კანდიდატმა ტურისტებთან ერთად სოლოლაკისკენ ფეხით გაისეირნა და გზად სოფიკო ჭიაურელის სკვერში ყვავილების ფესტივალზე შეიარა. დავით ნარმანიამ გერმანელ ტურისტებს რუსთაველის გამზირზე გერმანელი არქიტექტორების მიერ აგებული შენობა-ნაგებობებიც დააათვალიერებინა. ექსკურსია გერმანელი არქიტექტორებისთვის შთამბეჭდავი აღმოჩნდა, როგორც მათ აღნიშნეს, დედაქალაქის განვითარების სამოქმედო გეგმა მათ ხედვას შეესაბამება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100