სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რას ამბობს პარლამენტი პრეზიდენტის ინიციატივებთან დაკავშირებით?

ეკონომიკური დანაშაულის დეკრიმინალიზაცია და ყველა საგადასახადო ეკონომიკური დავალიანების ამნისტია 2013 წლამდე – პრეზიდენტის ამ ინიციატივას გამოხმაურება საკანონმდებლო ორგანოში მოჰყვა.

უმრავლესობის წევრები აცხადებენ, რომ საგადასახადო ამნისტიის შესახებ წინასწარი განცხადების გაკეთება ქვეყნისთვის საზიანოა. რაც შეეხება ეკონომიკური დანაშაულის დეკრიმინალიზაციას, ისინი მიხეილ სააკაშვილს შეწყალების ბერკეტის გამოყენებას სთავაზობენ. 

საპარლამენტო უმცირესობა კი თვლის, რომ საქართველოს პრეზიდენტის ეს ინციატივა ქვეყანაში უცხოელი ინვესტორების წახალისებას გამოიწვევს. 

საქართველოს პრეზიდენტი გუშინ ახალი ინიციატივებით გამოვიდა. მიხეილ სააკაშვილი მთავრობას ეკონომიკური დანაშაულის დეკრიმინალიზაციას, 2013 წლამდე საგადასახადო დავალიანების ამნისტიას, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის შესახებ კანონის შემოღებას და სამხედრო მოსამსახურეებისთვის სოციალური გარანიტების, ასევე პენსიის გაორმაგებას სთავაზობს. 

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100