სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

შიდა ქართლს ახალი გუბერნატორი ჰყავს

რამდენიმე წუთის წინ, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა დავით ტყეშელაშვილმა შიდა ქართლის ახალი გუბერნატორი გიორგი ტატიშვილი ადმინისტრაციის თანამშრომლებს და რეგიონის მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებს წარუდგინა . ტატიშვილმა თანამდებობაზე ზურაბ არსოშვილი შეცვალა.

გიორგი ტატიშვილი 2008 წლიდან დღემდე საქართველოს პარლამენტის წევრი, გორის მაჟორიტარი იყო. ის დეპუტატობამდე საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროში (1996-2007 წლები) და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგამოძიებო სამსახურში მუშაობდა(2007-2008 წლები).

რაც შეეხება ყოფილი გუბერნატორის, ზურაბ არსოშვილის სამომავლო საქმიანობას, არსებული ინფორმაციით, ის ენერგეტიკის მინისტრის ალექსანდრე ხეთაგურის მოადგილედ დაინიშნება.ზურაბ არსოშვილი გუბერნატორად 2010 წლის ზაფხულიდან მუშაობდა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100