სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"თუ ეკლესია არ მიმართავს პრევენციულ ზომებს, ეს იმას ნიშნავს, რომ სასულიერო პირიც შეიძლება იქცეს მკვლელად" - ნახეთ, რას ამბობს დეკანოზი ილია ჭიღლაძე

ხაზი გაუსვა, რომ ქრისტეს მოძღვრება არ ქადაგებს მატერიალურ სიკეთეებს და შესაბამისად, ქრისტიანობა ადამიანმა არ უნდა გაიგოს მატერიალისტური ან სამედიცინო დაზღვევის კუთხით.

"არცერთ საეკლესიო სწავლებაში არ წერია, რომ ვირუსი არ გავრცელდება ეკლესიის კედლებს შორის. რა თქმა უნდა, გავრცელდება. ეკლესია და ქრისტიანობა ადამიანმა არ უნდა გაიგოს რაღაც მატერიალისტური თუ სამედიცინო დაზღვევის კუთხით, ასეთი მატერიალისტური მიდგომა არ შეიძლება. ეკლესია ქადაგებს ღვთის სასუფეველს, ცოდვათაგან განწმენდას, მაგრამ ეკლესია არ არის არც ჯანდაცვის დაზღვევა, არც ფინანსური წარმატების თუ ეკონომიკური სარგებელის დაზღვევა, როგორც ზოგიერთს ჰგონია და რის გამოც ადამიანთა ნაწილი დადის ეკლესიაში.

ეკლესიის და ქრისტეს დაპირება არასდროს ყოფილა მატერიალური თუ ჯანდაცვის დაზღვევა. ადამიანი, არც სასულიერო, არც საერო პირი არ არის დაზღვეული, რომ დაავადდეს და შესაბამისად ვირუსის გამავრცელებელი აღმოჩნდეს"- განაცხადა დეკანოზმა ილია ჭიღლაძემ.

მან მოიყვანა უკრაინის მაგალითი, როდესაც კიევის ლავრის წინამძღვარი, მიტროპოლიტი პავლე და 20 ბერი კორონავირუსით დაავადდა. "თუ ეკლესია არ მიმართავს პრევენციულ ზომებს, ეს იმას ნიშნავს, რომ სასულიერო პირიც შეიძლება იყოს ვირუსის გამავრცელებელი, ანუ, შეიძლება სასულიერო პირიც იქცეს უნებლიე მკვლელად"- მოძღვარმა ამ ყველაფერზე განცხადება "დღის კურიერის" პირდაპირ ეთერში გააკეთა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100