სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მარგველაშვილი ევროპის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეს ელმარ ბროკს სამუშაო საუზმეზე შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ევროპის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეს ელმარ ბროკს სამუშაო საუზმეზე შეხვდა.

მხარეებმა ევროპარლამენტში საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებზე გუშინ გამართული დებატები შეაფასეს და აღინიშნა, რომ საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი სტრასბურგში დროული და მნიშვნელოვანია.

როგორც გიორგი მარგველაშვილმა აღნიშნა, საქართველოს ვიზალიბერალიზაციის პროცესში ყველა ვალდებულება და მოთხოვნა შესრულებული აქვს და მნიშვნელოვანია, რომ შემდგომი პროცესი შეუფერხებლად წარიმართოს.

პრეზიდენტმა ელმარ ბროკთან დემოკრატიულ რეფორმებზე და მის განვითარებაზე, ასევე, შემოდგომაზე დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებზე და წინასაარჩევნო გარემოზე ისაუბრა.

აღინიშნა, რომ ეს არჩვნები საქართველოში სამართლიან გარემოში უნდა ჩატარდეს და უნდა შეესაბამებოდეს დემოკრატიის ყველაზე მაღალ სტანდარტებს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100