ლუდის ადგილობრივი მწარმოებლები აქციზის ზრდას ა პროტესტებენ
კომპანია „კასტელ - საქართველოში“ გამართული „მრგვალი მაგიდის“ მონაწილე ჟურნალისტებმა ლუდის მწარმოებლებს მოუსმინეს. „კასტელ - საქართველოს“ ფინანსურმა დირექტორმა ნიკა მესტვირიშვილმა აღნიშნა, რომ მთავრობის შესაბამის სამსახურებს აქციზის ზრდის დასასაბუთებლად რაიმე კვლევა ან ანგარიში ამ დრომდე არ წარმოუდგენია.
"ნატახტარის" კორპორაციულ საქმეთა დირექტორმა, ნიკოლოზ ხუნძაკიშვილმა კი განაცხადა, რომ მთავრობის მიერ ევროკავშირთან ხელმოწერილ ასოცირების ხელშეკრულებაზე აპილირება შეცდომაა. ხელშეკრულება აქციზის ზრდას არ ითვალისწინებს, მაგრამ ითვალისწინებს მწარმოებლებთან კონსულტაციების, ბიზნესისთვის საგადასახადო ცვლილებებზე ადაპტირებისთვის მეტი დროის მიცემის რეკომენდაციას და გაცილებით დაბალ აქციზს.
ლუდზე აქციზის გადასახადი 1 მარტიდან 50 პროცენტით უნდა გაიზარდოს , რაც ერთ ლიტრ ლუდზე, გაზრდილი ტარიფის მიხედვით, 60 თეთრს შეადგენს.
კომენტარი