სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"ჩემი შვილი შინაგან ჯარებში მუშაობსო, დავაჭერინებ თქვენს თავსო, ნარკოტიკებს ჩაგიდებთო გვემუქრება" -ამ წუთებში ნინოშვილის ქუჩა ადგილობრივებს აქვთ გადაკეტილი

ქუთაისში ნინოშვილის ქუჩა ადგილობრივებმა გადაკეტეს. ადგილზე საპატრულო პოლიციის ბრიგადებია მისული და ხალხის დაწყნარებას ცდილობს.

დრონი.ჯი ადგილობრივებს გაესაუბრა და მომხდარის გარკვევას შეეცადა.

აი, რას აცხადებებს ნინოშვილის ქუჩის მაცხოვრებელი ჩვენთან საუბარში:

„6 თვეა გაუსაძლის პირობებში ვართ, ჩვენს ჩიხში სახლი იყიდა ზუგდიდელმა მამაკაცმა, რომელიც გადმოსვლის დღიდან გვაწიოკებს, ქვებს გვიშენს, წყალის მილებს რო ცვლიდნენ, მაშინაც არ აცადა მუშებს მუშაობა, პატრული გამოვიძახეთ და ძლივს მოვახერხეთ წყლის შემოყვანა. ახლა ადგა და გაზის მილები სადაცაა, იმას წყლის მილები მიუერთა, რაც საშიშია... აფეთქება უნდა ჩვენი, თან გვემუქრება შვილი შინაგან ჯარებში მუშაობსო და იმით გვაშინებს. გვეუბნება ნარკოტიკებს ჩაგიდებთ ყველასო და თქვენს თავებს დავაჭერინებო. ჩემია ეს ქუჩა მთლიანადო გვეუბნება და ადამიანებად არ გვთვლის. აღარ შეგვიძლია, რა აღარ ვცადეთ, მაგრამ არაფერი გაგვივიდა ამ კაცთან, წავიდეს, მოშორდეს აქაურობას“- აცხადებს დრონი.ჯი-სთან საუბარში ადგილობრივი, რომელიც ამ წუთებში ქუჩაშია გამოსული და სხვა მეზობლებთან ერთად აპროტესტებს ზუგდიდელი მამაკაცის ქმედებას.

სიტუაციის დარეგულირებას ნინოშვილის ქუჩაზე ამ წუთებში ისევ პატრული ცდილობს. გამოიღებს თუ არა ქუჩის გადაკეტვა შედეგს ამას დრო გვიჩვენებს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100