სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

თურქეთი სირიასთან ომისთვის სერიოზულად ემზადება

თურქეთი სირიის მისადგომებთან სამხედრო ტექნიკის მობილიზებას იწყებს. აღნიშნულ ინფორმაციას ადგილობრივი მედიასაშუალებები ავრცელებენ. მათი თქმით, სირიის საზღვრებთან თურქეთმა 30 სამხედრო ავტომობილი და 40 შეიარაღებული ჯარისკაცი გაგზავნა.

22 ივნისს სირიის სამხედრო ძალებმა თურქეთის გამანადგურებელი ჩამოაგდეს. აღნიშნული შემთხვევის შემდეგ ანკარასა და დამასკოს შორის ვითარება ძალიან დაიძაბა. თურქეთის მმართველობამ კი რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ ამ პრობლემის სამხედრო მოქმედებებით გადაჭრას არ აპირებს და დიპლომატიურ მოლაპარაკებებს მიანიჭებს უპირატესობას. მიუხედავად ამისა, სირია მაინც იუწყება, რომ რუსეთი მათი ქვეყნის ტერიტორიაზე სამხედრო მოქმედებების წამოწყებას გეგმავს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100